წარმომადგენლობა
შაჰიდ მოთაჰარის უნივერსიტეტი

შაჰიდ მოთაჰარის უნივერსიტეტი

შაჰიდ მოთაჰარის უნივერსიტეტი

„ვაკფი“ ერთ-ერთი რელიგიური ტრადიციაა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო ირანში და ევროპის ქვეყნებში სამეცნიერო და აკადემიური ცენტრების მხარდასაჭერად. შაჰიდ მოთაჰარის უმაღლესი სკოლა, რომელსაც "შაჰიდ მოთაჰარის უნივერსიტეტსაც" უწოდებენ, თეირანის უმაღლესი განათლების მნიშვნელოვანი ცენტრია, რომელიც 100 წელზე მეტია რაც არსებობს.

 

ვინ იყო შაჰიდ (მოწამე) მოთაჰარი

შაჰიდ აიათოლა მორთეზა მოთაჰარი იყო ირანელი შიიტი სასულიერო პირი, ისლამური ფილოსოფიის და თეოლოგიის პროფესორი, წმინდა ყურანის განმმარტებელი და ორატორი. ის 1919 წელს დაიბადა; ისლამურ რევოლუციამდე იყო თეირანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი. მან აქტიური და ეფექტური როლი ითამაშა იმ კამპანიების დროს, რომლებმაც განაპირობეს ისლამური რევოლუციის გამარჯვება. 1979 წელს, ისლამური რევოლუციის გამარჯვებიდან რამდენიმე თვეში მოთაჰარი მოკლეს, ის მოწამებრივად აღესრულა.

 

შაჰიდ მოთაჰარის უნივერსიტეტის ისტორია

ამ აკადემიური ცენტრის დაარსება 1878 წლით თარიღდება, როდესაც პიროვნებამ, სახელად მირზა ჰოსეინ ხან სეფესალარმა დაიწყო მისი მშენებლობა ვაკფის (უძრავი ან მოძრავი ქონება, რომელიც საჩუქრის სახით გადადის უპირატესად მაჰმადიან სასულიერო პირთა ხელში) სახით. მისი მიზანი იყო რელიგიურ მეცნიერებათა სკოლის დაარსება სახელწოდებით "სეფაჰსალარის უმაღლესი განათლების სკოლა", სადაც აგრეთვე სხვა, ახალ მეცნიერებებსაც შეასწავლიდნენ. ამ აკადემიური ცენტრის მშენებლობას ოთხი წელი დასჭირდა და მისი საქმიანობა 1891 წელს დაიწყო.

სეფეჰსალარის უმაღლესი განათლების სკოლა და მეჩეთი, იმ დროის თეირანის ცენტრალურ რაიონში მდებარეობდა და ძალიან ადვილად მისადგომი იყო. ის დღესაც ითვლება უდიდეს მეჩეთად და უმაღლეს სასწავლებლად დედაქალაქ თეირანში, რომლის მშენებლობაში სრულად იქნა დაცული ირანული ტრადიციული არქიტექტურის პრინციპები. ამდენად, ის ტრადიციული ირანული არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრულ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.

მეჩეთისა და უმაღლესი სკოლის შენობას რვა მაღალი მინარეთი ამშვენებს, რომელთა სიმაღლე 25-დან 37 მეტრამდეა. კედლებში ნაწილობრივ ჩანს მინარეთების საყრდენების წრიული სტრუქტურა, რაც არქიტექტორების საინტერესო ინიციატივაა. ყველა მინარეთის მშენებლობაში გამოყენებულია აგური, მოპირკეთებულია ფილების საფარით.

შენობას ექვსი შესასვლელი აქვს. მთავარი შესასვლელი შენობის დასავლეთით მდებარეობს. მთავარი შესასვლელი პორტალი და ფასადი გამორჩეული ყაჯარული სტილისაა. ცენტრალურ ეზოში გამავალი კარიბჭის ორივე მხარეს ორი მასიური მინარეთია; ეზო გარშემორტყმულია ოთახების ორსართულიანი არკადებით; საერთო ჯამში, დაახლოებით 60 ოთახი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკის შენობა გათვალისწინებული იყო თავდაპირველად დაგეგმილ პროექტში, მისი მშენებლობა არ განხორციელებულა. მოგვიანებით ფრანგმა არქიტექტორმა მაქსიმ სირუმ, მთავარი შენობის არქიტექტურულ სტილთან ჰარმონიაში, საუნივერსიტეტო კომპლექსს ბიბლიოთეკის შენობა დაამატა.

 

შაჰიდ მოთაჰარის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობა

თეირანის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და ისლამური კვლევების ფაკულტეტი დაარსდა 1935 წელს სეფაჰსალარის უმაღლეს სკოლაში, რომელიც ამჟამად ცნობილია როგორც შაჰიდ მოთაჰარის უნივერსიტეტი, თეორიული და ტრადიციული კვლევების ფაკულტეტის სახელწოდებით.

1969 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლის თანახმად, სეფეჰსალარის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის კურსდამთავრებულს, მიენიჭებოდა ბაკალავრის ხარისხი ორ სპეციალობაში - "ყურანის მეცნიერებები და ისლამური იურისპრუდენცია" და "ისლამური თეოლოგია და ფილოსოფია".

1979 წელს ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და აიათოლა მოთაჰარის მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ, ამ სკოლას „შაჰიდ (მოწამე) მოთაჰარის უმაღლესი სკოლა“ ეწოდა. იმავე წელს რელიგიურ მეცნიერებათა და ისლამური განათლების მიმართულებაზე მიიღეს სტუდენტები (როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის სტუდენტები). 1987 წელს „ისლამური იურისპრუდენციისა და სამართლის“ და „ისლამური ფილოსოფიის და სიბრძნის“ დარგებმა შეცვალა წინა ორი დარგი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დონეზე. 1994 წლიდან დაიწყო სტუდენტების მიღება დოქტორანტურის საფეხურზე „იურისპრუდენციის და კერძო სამართლის“, „იურისპრუდენციის და სისხლის სამართლის“, „შედარებითი ფილოსოფიის“ და „ისლამური თეოლოგიის“ მიმართულებით. 2010 წელს შაჰიდ მოთაჰარის "უმაღლესი სკოლის" სტატუსი „უნივერსიტეტით“ შეიცვალა.

უნივერსიტეტის მოღვაწეობის წლებში დაარსდა უნივერსიტეტის სამი საგანმანათლებლო განყოფილება ქალაქებში მეშჰდში (1989), იაზდში (გოგონებისთვის) და ზაჰედანში (1997).

უნივერსიტეტს ამჟამად სამი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს - "იურისპრუდენცია და სამართალი", "ფილოსოფია და თეოლოგია" და "ფსიქოლოგია". შაჰიდ მოთაჰარის უნივერსიტეტი გამოსცემს ორ კვარტალურ ჟურნალს იურისპრუდენციისა და კერძო სამართლის და ფილოსოფიისა და თეოლოგიის დარგებში.

 

სახელი შაჰიდ მოთაჰარის უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
ტიპისამთავრობო
კონტაქტები02133566166
ვებგვერდიhttps://motahari.ac.ir/fa

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: