შამსიფურის ტექნიკური ინსტიტუტი, მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების მოსამზადებელი საგანმანათლებლო ცენტრი
ტექნიკური სასწავლებლების დაარსების უმნიშვნელოვანესი მიზანია სხვადასხვა ინდუსტრიისთვის საჭირო სპეციალისტების მომზადება. ამიტომ, ამ ტიპის კოლეჯებში სასწავლო კურსები, რომლებიც, როგორც წესი, ორ წელს გრძელდება, კურიკულუმში ითვალისწინებს სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული კურსებს. ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტის ნაწილი, შაჰიდ შამსიფურის ინსტიტუტი მდებარეობს თეირანში და სპეციალისტების მომზადების დიდი გამოცდილება და ისტორია აქვს.
შაჰიდ შამსიფურის ტექნიკური ინსტიტუტის ისტორია
შაჰიდ შამსიფურის ინსტიტუტი 1964 წელს დაარსდა და უკავშირდება პროფესორ აზიზ ნაბავის სახელს, რომელიც ირანში ცნობილია "ბუღალტერიის მეცნიერების" ფუძემდებლის სახელით და არის ბუღალტერიის უმაღლესი სკოლის დამაარსებელი. თავდაპირველად სასწავლებელი კერძო ტიპის იყო და თეირანის ერთ-ერთ ჩრდილოეთ უბანში მდებარეობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სასწავლებელი ცნობილი გახდა სახელით „თეირანის ტექნოლოგიური ინსტიტუტი“. ამ დროისთვის, ინსტიტუტის ადმინისტრაციული და აკადემიური მართვის პროცესში ჩართულები იყვნენ კონსულტანტები აშშ-ს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან (MIT).
ტექნოლოგიური ინსტიტუტის განათლების სამინისტროს ბალანსზე აყვანა, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელიც 1974 წელს მოხდა. ამრიგად, კოლეჯმა განაგრძო საქმიანობა, როგორც სახელმწიფო უმაღლესმა საგანმანათლებლო ცენტრმა. ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ (1979), დაწესებულებას სახელი შეუცვალეს მისი ერთ-ერთი კურსდამთავრებული მოწამის პატივსაცემად და დაერქვა "შაჰიდ შამსიფურის ტექნიკური კოლეჯი“. საბოლოოდ, 2010 წელს „კოლეჯი“ შეიცვალა „ინსტიტუტით“ და ამრიგად, ამ სასწავლებელს დღეს "შაჰიდ შამსიფურის ინსტიტუტი“ ეწოდება.
შაჰიდ შამსიფურის ინსტიტუტის საგანმანათლებლო და კვლევითი სტატუსი
2005 წლიდან შაჰიდ შამსიფურის ინსტიტუტი მხოლოდ მამრობითი სქესის სტუდენტებს იღებს. კოლეჯში ამჟამად ოთხი ათასი სტუდენტი სწავლობს; ფუნქციონირებს ოთხი საგანმანათლებლო მიმართულება - „ფუნდამენტური და ზოგადი მეცნიერებები“, „ბუღალტერია და მენეჯმენტი“, „ელექტროენერგია და ელექტრონიკა“, „კომპიუტერი“ სასწავლო პროგრამებით: ხარჯთაღრიცხვა, სამედიცინო აღჭურვილობა, აუდიტი და საგადასახადო აღრიცხვა და საინფორმაციო ტექნოლოგიები პროფესიული განათლების საფეხურზე, ფინანსური აღრიცხვა და კომპიუტერული ქსელები ბაკალავრიატის საფეხურზე და ავტომატური მართვის ინჟინერია, საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული ინჟინერია, დაზღვევის მენეჯმენტი, სამრეწველო მენეჯმენტი, ელექტრონიკა, ბუღალტერია, პროგრამული უზრუნველყოფა და საინფორმაციო ტექნოლოგიები პროფესიულ და ბაკალავრიატის საფეხურზე.
ინსტიტუტის ბაზაზე არსებობს 14 ლაბორატორია რომელიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის კვლევების ჩასატარებლად.
კვლევითი საქმიანობაზე პასუხისმგებელია ინსტიტუტის კვლებევის განყოფილება. გარდა სტუდენტებისა და მკვლევრების კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერისა, ეს განყოფილება აწყობს კვლევით და საგანმანათლებლო სამუშაო შეხვედრებს, ავითარებს ლაბორატორიებს, იწვევს მკვლევრებს სხვა საგანმანათლებლო ცენტრებიდან, აფასებს კვლევით საქმიანობას და ადგენს ინსტიტუტის კვლევით პოლიტიკასა და სტრატეგიას.
სტუდენტების ინდუსტრიულ ერთეულებთან დაკავშირების მიზნით, ინსტიტუტში შეიქმნა ტექნოლოგიური ზრდის ცენტრი. ცენტრი მიზნად ისახავს ინოვაციური ჯგუფებისა და ინდივიდების იდეების რეალიზაციის მხარდაჭერას. იდეების კომერციალიზაცია, მეწარმეობა, ეკონომიკური კეთილდღეობის და შესაფერისი სამუშაო ადგილების შექმნა, იდეის ავტორებსა და ინვესტორებს შორის კომუნიკაციის დამყარება, ამ ცენტრის მიზნებს შორისაა. 2022 წლის ბოლოს ამ ცენტრში შვიდი კომპანია და ტექნოლოგიური ერთეული განთავსდა.
ინსტიტუტში ასევე ფუნქციონირებს ინდუსტრიასთან ურთიერთობის განყოფილება რომელიც ორგანიზებას უწევს და აცნობს მკვლევრებს მრეწველობისა და ინდუსტრიების კვლევის პრიორიტეტებს. ამ განყოფილების მეშვეობით სტუდენტები ეცნობიან სამრეწველო ერთეულებს სტაჟირების გასავლელად. ასევე, ამ განყოფილების ერთ-ერთი მოვალეობაა გამოიყენოს სასწავლო შესაძლებლობები და განავითაროს დარგების საჭიროებებზე მორგებული ახალი სასწავლო-კვლევითი კურსები.
სახელი | შამსიფურის ტექნიკური ინსტიტუტი, მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების მოსამზადებელი საგანმანათლებლო ცენტრი |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 4000 |
კონტაქტები | 02191200988 |
ვებგვერდი | https://shamsipour.tvu.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: