წარმომადგენლობა
ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახელობის უნივერსიტეტი

ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახელობის უნივერსიტეტი

ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახელობის უნივერსიტეტი

ყველა საზოგადოებაში იყვნენ და არიან დიდი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ძალისხმევითა და საქმიანობით ქმნიან მემკვიდრეობას მომავალ თაობებისთვის, რომელიც მათ განვითარებასა და კეთილდღეობისთვის დიდი როლს ასრულებს. ალირეზა აფზალიფური იყო ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომლის მიერაც დაარსებული ქერმანის უნივერსიტეტი,  პროვინციის მნიშვნელოვანი აკადემიური კერას წარმოადგენს. დღეს ეს უნივერსიტეტი ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახელობის უნივერსიტეტის სახელით არის ცნობილი.

ვინ იყო ალირეზა აფზალიფური?

ალირეზა აფზალიფური დაიბადა 1909 წლის 26 მარტს თეირანში. 22 წლის ასაკში უმაღლესი განათლების მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა და ბორდოში ქიმიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. შემდეგ მან დაამთავრა აგროქიმიის ორწლიანი სპეციალიზებული კურსი ქალაქ ლილში და 1937 წელს დაბრუნდა ირანში; დასაქმდა ირანის სამთავრობო სტრუქტურაში. თუმცა, მან თანამდებობა დატოვა და ელექტრო პროდუქციით ვაჭრობაში ჩაერთო, რამაც მას დიდი ფინანსური შემოსავალი მოუტანა.

1970 წელს, თავისი ცხოვრების მეშვიდე ათწლეულზე აფზალიფურიმა მეუღლესთან, ფახერე საბასთან ერთად უნივერსიტეტის დაარსება გადაწყვიტა ირანის ერთ-ერთ ნაკლებად განვითარებულ რეგიონში. ერთი წლის შემდეგ, აფზალიფურმა თავისი გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა და ქერმანში უნივერსიტეტი დააარსა. დეს ეს უნივერსიტეტი ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის უნივერსიტეტის სახელითაა ცნობილი.

2003 წლიდან ალირეზა აფზალიფურის პატივსაცემად დაწესდა ჯილდო, რომელიც გადაეცემა უნივერსიტეტის საუკეთესო პროფესორს და ირანის საუკეთესო მკვლევარს. მომდევნო წლებში ალირეზა აფზალიფურის მეუღლის, ფახერე საბას და მისი ძმის, ალი აფზალიფურის ხსოვნის პატივსაცემად ასევე დაწესდა ჯილდოები. ფახერე საბას სახელობის ჯილდო გადაეცემა გამორჩეულ ხელოვანებს, ხოლო ალი აფზალიფურის სახელობის ჯილდო გადაეცემათ სტატისტიკისა და ქიმიის საუკეთესო სტუდენტებს. ასევე, ზემოაღნიშნული ჯილდოების მიღმა დაარსდა პრიზი სახელწოდებით „საუკეთესო მეწარმე“, რომელიც გადაეცემა ირანის საუკეთესო მეწარმეებს.

ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახელობის უნივერსიტეტის ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახ.უნივერსიტეტი ოფიციალურად დაარსდა 1970 წელს, ყველა მოსამზადებელი სამუშაოების, მათ შორის სამშენებლო პროცესების,  დასრულებას რამდენიმე წელი დასჭირდა, შესაბამისად, სტუდენტების პირველი ჯგუფი (90 სტუდენტი) უნივერსიტეტში 1975 წელს მიიღეს  სამი ფაკულტეტის - „ლიტერატურის“, „საბაზისო მეცნიერებების“ და „ტექნოლოგიისა და ინჟინერიის“ ხუთ სასწავლო მიმართულებაზე - „ინგლისური ენის“, „ქიმიის“, „ფიზიკის“, „ელექტროენერგეტიკის“ და „ელექტრონიკის“. დღეს, უნივერსიტეტის სტუდენტების რაოდენობა 14 ათასს შეადგენს.

ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახ.უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა

ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახ.უნივერსიტეტი შედგება შემდეგი 11 ფაკულტეტისგან:

  1. საინჟინრო ფაკულტეტი
  2. ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  3. სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტი
  4. მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  5. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
  6. სამართლისა და თეოლოგიის ფაკულტეტი
  7. ვეტერინარიული მედიცინის ფაკულტეტი
  8. მართვისა და ეკონომიკის ფაკულტეტი
  9. ფიზიკის ფაკულტეტი
  10. ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი
  11. ხელოვნების და არქიტექტურის ფაკულტეტი

უნივერსიტეტს ასევე აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო კომპლექსი ქალაქ ბაფტში, ორი უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრი (სოფლის მეურნეობა ქ.ბარდსირში და ხალიჩები ქ.რავარში), ასევე უნივერსიტეტს აქვს ძირითადი კამპუსი, ხუთი კვლევითი ინსტიტუტი, კვლევითი ცენტრი და 64 საგანმანათლებლო ჯგუფი. ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახ.უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს 67 საგანმანათლებლო პროგრამა აქვს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს - 86, საინჟინრო ფაკულტეტს - 62, სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტს - 45  და ხელოვნების ფაკულტეტს 9 საგანმანათლებლო პროგრამა. უნივერსიტეტში 600-ზე მეტი მუდმივი ფაკულტეტის წევრია; ამ დროისთვის ქერმანი შაჰიდ ბაჰონარის სახ. უნივერსიტეტს 82 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახ.უნივერსიტეტის  საერთაშორისო პოზიცია და საქმიანობა

მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვით ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახ.უნივერსიტეტმა მსოფლიო რეიტინგში კარგი პოზიციის მოპოვება შეძლო. მაგალითად, შანხაის 2023 წლის რეიტინგში, სამთო ინჟინერიის დარგში  უნივერსიტეტს 76-100 პოზიცია უკავია, რაც მას მესამე საუკეთესო უნივერსიტეტად აქცევს ირანში. ქერმანის პროვინციაში სხვადასხვა მადნეულის არსებობის გათვალისწინებით, ეს პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია სამთო-მოპოვებით სფეროს საქმიანობის სამეცნიერო და კვლევითი მხარდაჭერისთვის.

ანალოგიურად, ISC რეიტინგის სისტემაში, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წელს, ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის უნივერსიტეტმა დაიკავა 601-700 პოზიცია და დასახელდა ირანის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად.

უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტებისთვის სპეციალურ მომსახურების გაწევის მიზნით დაარსდა ე.წ. "საკონსულო დეპარტამენტი". უნივერსიტეტი ყოველწლიურად, სასწავლო წლის დაწყებამდე, აცხადებს მიღებას უცხოელი სტუდენტებისთვის; ქვეყნდება სააპლიკაციო განაცხადი შაჰიდ ბაჰონარის უნივერსიტეტში სწავლით დაინტერესებული უცხოელი სტუდენტებისთვის. ამ უნივერსიტეტისთვის განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე, უცხოელი სტუდენტების მოზიდვა განათლების ხარისხის ამაღლებისა და სხვა ქვეყნებთან სამეცნიერო გაცვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა.

სახელი ქერმანის შაჰიდ ბაჰონარის სახელობის უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი100
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა14000
კონტაქტები03433257141
ვებგვერდიhttps://uk.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: