წარმომადგენლობა
ქაშანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ქაშანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ქაშანის სამედიცინო უნივერსიტეტი

ქაშანი ირანის ერთ-ერთი უძველესი, ათასწლოვანი  ქალაქია. აკადემიური თვალსაზრისით, ქაშანს გამორჩეული ადგილი უკავია ირანის ქალაქებს შორის. ქაშანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული და მოწინავე უნივერსიტეტია ამ პროფილის სხვა უნივერსიტეტებს შორის.

 

უნივერსიტეტის ისტორია

ქაშანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი დაარსდა 1986 წელს, როგორც სამედიცინო მეცნიერებათა კოლეჯი. კოლეჯმა საგანმანათლებლო საქმიანობა პირველ სემესტრში მედიცინისა და საექთნო საქმის მიმართულებით 20 აკადემიური პერსონალითა და 250 სტუდენტით დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ საქმიანობის გაფართოებასთან ერთად, 1993 წელს  კოლეჯმა დამოუკიდებელ სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო.

ამჟამად, უნივერსიტეტში 3400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ქკაშანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტს ექვს ფაკულტეტზე 300 სასწავლო პროგრამა აქვს. სტუდენტების დაახლოებით 25% განათლებას მაგისტრატურის საფეხურზე იღებს, დაახლოებით 40% დოქტორანტურის ხოლო  35% ბაკალავრიატის საფეხურზე. ქაშანის სამედიცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტებია:

  • მედიცინა
  • საექთნო და სამეანო საქმე
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • პარასამედიცინო მეცნიერებები
  • სტომატოლოგია

ამ უნივერსიტეტის თვითმმართველი კამპუსი ქალაქ არაან და ბიდგოლში აფილირებულია ქაშანის სამდეიცინო უნივერსიტეტთან. აქ სტუდენტები სწავლობენ 53 სასწავლო პროგრამაზე, მათ შორის 12 სპეციალიზებული კლინიკური ასისტენტის, 5 სპეციალიზებული ექიმი-მკვლევარის, შვიდი რეზიდენტურის კურსი, 15 ასპირანტურის, 14 დოქტორანტურის კურსი.

უნივერსიტეტს აქვს ოთხი საავადმყოფო, ერთი ფიტნეს ცენტრი, 27 საზოგადო ჯანდაცვის ცენტრი, 10 რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და 54 საქალაქო ჯანმრთელობის ცენტრი, რომლებიც მომსახურებას უწევენ დაახლოებით 500 ათას ადამიანს.

ქაშანის სამედიცინო უნივერსიტეტის მეთვალყურეობის ფარგლებში ფუნქციონირებს 11 კვლევითი ინსტიტუტი, რომელთა შორის ყველაზე დიდია საბაზისო მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი სამი კვლევითი ცენტრით "ანატომიური მეცნიერებები", "ფიზიოლოგია" და "ბიოქიმია და კვება მეტაბოლურ დაავადებებში".

2023 წლისთვის უნივერსიტეტის მკვლევრებს 8500-ზე მეტი სტატია აქვთ გამოაქვეყნებული. უნივერსიტეტი გამოსცემს მედიცინისა და ჯანმრთელობის სფეროში უახლესი კვლევის შედეგების შესახებ ერთ სპარსულენოვან სამეცნიერო კვლევით ჟურნალს  და ოთხ ჟურნალს ინგლისურ ენაზე .

უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა ხორციელდება კვლევისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, რომელიც დაარსდა 1987 წელს. ჯანდაცვის სისტემაში საბაზისო და გამოყენებითი კვლევითი პროექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესება რეგიონული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ეროვნული და საერთაშორისო ურთიერთქმედების გაფართოება კვლევის სფეროში და ინფორმაციის მართვის სისტემის შესაძლებლობების განვითარება ამ დეპარტამენტის ამოცანებს შორისაა.

 

ქაშანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები და საქმიანობა

2023 წელს ქაშანის სამედიცინო უნივერსიტეტში 102 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. უნივერსიტეტი ყოველწლიურად აცხადებს მიღებას უცხოელებისთვის. აბიტურიენტები უნივერსიტეტში სასწავლებლად შეირჩევიან ქულების და აკადემიური მოსწრების მიხედვით.

ქაშანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტმა მე-14 ადგილი დაიკავა ირანის უნივერსიტეტებს შორის Times-ის რეიტინგის სისტემაში, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წელს.

სახელი ქაშანის სამედიცინო უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა3400
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა102
კონტაქტები03155443022
ვებგვერდიhttps://kaums.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: