ფირდოუსის უნივერსიტეტი
ფირდოუსის უნივერსიტეტი
ფირდოუსის უნივერსიტეტი, რომელიც ირანში მე-3 უძველესი უნივერსიტეტია, წმინდა ქალაქ მეშჰედში 1949 წელს დაარსდა. აღმოსავლეთ ირანის ამ უდიდესი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის რაოდენობა რვაასია. ამჟამად ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე 15 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათგან 2000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტია. უნივერსიტეტს ძალიან დიდი, ლამაზი, მწვანე კამპუსი აქვს და ათწლეულზე მეტია, როგორც "მწვანე უნივერსიტეტი", გარემოს აქტიურად იცავს. ფირდოუსის უნივერსიტეტი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უნიკალურ სერვისებს გვთავაზობს. იგი მეცნიერულად ამტკიცებს და აფასებს გამოგონებებს. როგორც ქვეყნის აღმოსავლეთში ირანის სამეცნიერო ლაბორატორიების ქსელის მდივანი და ნანოტექნოლოგიური ლაბორატორიული ქსელის წევრი - მრავალფეროვანი ლაბორატორიული სერვისების მიმწოდებელია და "აფას" ლაბორატორიაში საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს. US News-ის სარეიტინგო სისტემის უახლესი შედეგების მიხედვით, რომელშიც 86 ქვეყნის 1500-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობს, მეშჰედის ფირდოუსის უნივერსიტეტი ირანის ტოპ უნივერსიტეტებს შორის დასახელდა და მსოფლიოში 941-ე, აზიაში 229-ე, სამინისტროს დაქვემდებარებულ უნივერსიტეტებს შორის კი მე-10 ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, 2021 წელს ამავე სარეიტინგო სისტემის დარგობრივ კლასიფიკაციაში, მეშჰედის ფირდოუსის უნივერსიტეტმა მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის 7 სამეცნიერო დარგში შემდეგი ადგილები დაიკავა: სოფლის მეურნეობა - 171-ე, ქიმიური ინჟინერია -246-ე, ქიმია - 688-ე, ელექტრონიკა და ელექტრონული ინჟინერია 287-ე, საწვავი და ენერგეტიკა - 192-ე, ინჟინერია - 249-ე, მექანიკური ინჟინერია 64-ე.
ფაკულტეტები:
• ლიტერატურა და ჰუმანიტარული მეცნიერებები • თეოლოგია და ისლამმცოდნეობა • სპორტის მეცნიერებები • ვეტერინარია • ადმინისტრაციული და ეკონომიკური მეცნიერებები • მეცნიერებები
|
• განათლების მეცნიერებები და ფსიქოლოგია • მათემატიკა • სოფლის მეურნეობა • ინჟინერია • არქიტექტურა, ქალაქგეგმარება • ბუნებრივი რესურსები და გარემო • საუნივერსიტეტო კოლეჯი |
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები:
• მზის ენერგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი • ბოტანიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი • წყლისა და გარემოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი • ბიოტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
|
• ნავთობისა და გაზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი • კოსმოსური ტექნოლოგიებისა და მეცნიერებების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი • პილიგრიმობისა და ტურიზმის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი • ისლამური სწავლებების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში |
კვლევითი ცენტრები:
• გამოყენებითი ზოოლოგიის კვლევითი ცენტრი
• საგზაო უსაფრთხოების ტექნიკურ-ეკონომიკური სწავლებების კვლევითი ცენტრი
უნივერსიტეტის საიტი:
სახელი | ფირდოუსის უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი | 601-700 |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 25000 |
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა | 2513 |
კონტაქტები | ۰۵۱-۳۸۸۰۲۰۰۰-۴۰۰۰ |
ვებგვერდი | http://en.um.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: