წარმომადგენლობა
ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტი - პროფესიული განვითარების 181 საგანმანათლებლო ცენტრი

ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტი - პროფესიული განვითარების 181 საგანმანათლებლო ცენტრი

ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტი - პროფესიული განვითარების 181 საგანმანათლებლო ცენტრი

ზოგადად, ირანში უნივერსიტეტები იმართება სამი სამინისტროს ზედამხედველობით, ესენია მეცნიერების კვლევის და ტექნოლოგიების, განათლების და ჯანმრთელობისა და სამედიცინო განათლების სამინისტროები. ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტი არის უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ზედამხედველობით და აქვს ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტის ისტორია

ამ უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1907 წლიდან, მას შემდეგ რააც თეირანში დაარსდა ირანულ-გერმანული პროფესიული სკოლა, 1965 წელს იგი გადაკეთდა ტექნოლოგიის ინსტიტუტად, რომლის მიზანი იყო ტექნიკური კვალიფიციური კადრების  მომზადება. ოთხი წლის შემდეგ ამ ინსტიტუტში განათლების სამინისტროს უმაღლესი ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების საბჭოს მეურვეობით დაარსდა პროფესიული მასწავლებელთა მომზადების ცენტრები.

უმაღლესი განათლების საბჭომ ტექნოლოგიური ინსტიტუტის ზოგიერთ სკოლაში ბაკალავრიატის საფეხურზე მასწავლებლების გადამზადების კურსები დაიწყო. საბოლოოდ, 1995 წელს, საშუალო განათლების ფორმის შეცვლით და ახალი საგანმანათლებლო სისტემის შექმნით, ყველა ტექნიკურ და პროფესიულ სასწავლებელში დაინერგა უწყვეტი ორწლიანი სასწავლო კურსი ტექნიკურ და პროფესიულ დარგებში.

2011 წელს ტექნიკური და პროფესიული კოლეჯები და ფაკულტეტები ოფიციალურად ჩამოშორდნენ განათლების სამინისტროს და გაერთიანდნენ მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტროსთან ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტის (TVU) სახელით, როგორც ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი ირანში აკადემიური ტექნიკური და პროფესიული სწავლებისთვის.

 

ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტის სასწავლო კურსები

ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტი შედგება 181 სკოლისა და კოლეჯისგან (2023 წელი). ამ განყოფილებებში 170 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს 200 სასწავლო დარგში. უნივერსიტეტს  17 000-ზე მეტი აკადემიური პერსონალი ყავს. 2023 წლისთვის ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 382 ათას მიაღწია.

2021 წელს ირანის ტექნიკურ და პროფესიულ უნივერსიტეტში 300-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. უნივერსიტეტი აქვს ხუთი სასწავლო მიმართულება:

• კომპიუტერი: ნეტვორქინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამირება, კონტენტის წარმოება და გრაფიკა;

• მომსახურება: ჰიგიენა და ჯანმრთელობა, ნავიგაცია და ტრანსპორტირება, კომერცია და ადმინისტრაციული საქმეები;

• მრეწველობა: ელექტროენერგია და კომპიუტერი, მანქანების მოვლა და შეკეთება, მშენებლობა და არქიტექტურა, მასალები, გადამუშავება და მექანიკა;

• სოფლის მეურნეობა: მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობა და მებაღეობა, კვების მრეწველობა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა;

• ხელოვნება: ანიმაცია და კინო, ხელნაკეთობა, დიზაინი და მოდა, მუსიკა, ფერწერა, დრამატურგია, სატელევიზიო გადაცემების წარმოება, რესტავრაცია.

 

ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტში სწავლება  ორ საფეხურზე ხორციელდება: სპეციალური პროფესიული განათლება (54 პროგრამა) და ბაკალავრიატი (26 პროგრამა). უნივერსიტეტის ფილიალების გათვლილია უმეტესწილად განკუთვნილია მამრობითი სქესის სტუდენტებისთვის (ფილიალების დაახლოებით ორი მესამედი).

უნივერსიტეტი გამოსცემს სამ სპეციალიზებულ ჟურნალს, სადაც იბეჭდება უნივერსიტეტის მკვლევართა სტატიები, კვლევების შედეგები.

 

ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტი თავის მოვალეობად მიიჩნევს დააკავშიროს თავისი კურსდამთავრებულები ინდუსტრიასთან. ამ მიზნის განსახორციელებლად და უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტში დააარსდა ცენტრი სახელწოდებით "მეწარმეობა და ურთიერთქმედება ინდუსტრიასთან". ამ ცენტრის სხვა მიზნებია: მეწარმეობასთან და უნივერსიტეტის რესურსების განვითარებასთან დაკავშირებული კომიტეტების ჩამოყალიბება, სტუდენტებისა და პროფესორების ბაზარზე შესვლის უზრუნველყოფა, ბიზნეს გარემოს ანალიზი, საგანმანათლებლო ერთეულებში ჩატარებული ტრენინგების საფუძველზე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში დახმარება.

 

სახელი ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტი - პროფესიული განვითარების 181 საგანმანათლებლო ცენტრი
ქვეყანა ირანი
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა170000
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა300
კონტაქტები02142350000
ვებგვერდიhttps://tvu.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: