წარმომადგენლობა
მაზანდარანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. პირველი არაკომერციული კერძო უნივერსიტეტი ირანში

მაზანდარანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. პირველი არაკომერციული კერძო უნივერსიტეტი ირანში

მაზანდარანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. პირველი არაკომერციული კერძო უნივერსიტეტი ირანში

გონდიშაფურის აკადემია, ირანის პირველ უნივერსიტეტად შეიძლება ჩაითვალოს; ამდენად ირანში უმაღლესი განათლების ისტორია 18 საუკუნეზე მეტს ითვლის. გონდიშაფურის აკადემია, რომლის ნაშთები შემორჩენილია ირანის სამხრეთ რეგიონებში, იმ დროის უდიდეს ინტელექტუალურ ცენტრ წარმოადგენდა. გონდიშაფურის აკადემიასთან ჰოსპიტალიც არსებობდა და სადაც სამკურნალოდ მოსულ პაციენტებს განსაკუთრებული და უნიკალური პირობები ჰქონდათ უზრუნველყოფილი. თუმცა ირანში თანამედროვე სტილის უმაღლესი განათლების ცენტრების არსებობა დაახლოებით 100 წლით თარიღდება. ამ პერიოდში, ირანის უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებებით, ეტაპობრივად იქნა მიღებული ახალი მეთოდები საგანმანათლებლო ერთეულების მართვისთვის, მათ შორისაა ამ სფეროში არასამთავრობო სექტორის შემოსვლა და სახელმწიფო ბიუჯეტისგან დამოუკიდებლად მოქმედი უნივერსიტეტების შექმნა. მაზანდარანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პირველი არაკომერციული არასამთავრობო უნივერსიტეტია ირანში. ეს უნივერსიტეტი, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტი ხნისაა, მდებარეობს მაზანდარანის პროვინციის ქალაქ ბაბოლში.

 

უნივერსიტეტის ისტორია

ირანის ახალგაზრდა მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდასთან და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში მომხდარ ტრანსფორმაციასთან ერთად, 1990-იანი წლების დასაწყისში, შემოთავაზებული იქნა გეგმა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების გაფართოების შესახებ. ეს გეგმა საშუალებას აძლევდა არასამთავრობო სექტორს, ხელთ არსებული სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით დაეარსებინა უნივერსიტეტები და ემოქმედა არსებული წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. ამრიგად, 1992 წელს მაზანდარანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა დაიწყო საქმიანობა, როგორც პირველმა არაკომერციულმა კერძო უნივერსიტეტმა.

უნივერსიტეტში სწავლება სამ საფეხურზე ხორციელდება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. მაზანდარანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სამ ფაკულტეტს მოიცავს: ინჟინერიის ფაკულტეტი, ინდუსტრიული და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და მართვის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის სტუდენტებს 36  საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.

ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია სტუდენტების და მკვლევრების სასწავლო, სამეცნიერო და კვლევით საჭიროებებზე.

 

 

უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა

2023 წლისთვის უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების კვლევითი საქმიანობის შედეგია 1396 გამოქვეყნებული სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის სტატია ჟურნალებში და საკონფერენციო კრებულებში, 488 ინდექსირებული სტატია  საერთაშორისო ბაზაში (ISI), ჩატარებული ოთხი სამეცნიერო კონფერენცია:

  1. ინდუსტრიული ინჟინერიის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია: ეს ორდღიანი ღონისძიება გაიმართა 2017 წელს, სადაც  წარმოდგენილი იყო სტატიები, მსოფლიოში ინდუსტრიული ინჟინერიის უახლესი მიღწევების შესახებ.
  2. ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის მართვისა და გამოყენების მე-17 საერთაშორისო კონფერენცია: ეს სამეცნიერო ღონისძიება გაიმართა 2017 წლის დასაწყისში; კრებულის სახით გამოქვეყნდა კონფერენციის მასალები კომპიუტერული მეცნიერებისა და საინფორმაციო სისტემების სფეროში.
  3. ირანის ოპერაციათა კვლევის ასოციაციის მე-12 საერთაშორისო კონფერენცია: ორდღიანი ღონისძიება გაიმართა 2019 წელის მაისში.
  4. ტექნოლოგიებისა და ენერგიის მართვის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია: ენერგეტიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სფეროში უახლესი მიღწევები შესახებ სამეცნიერო ღონისძიება გაიმართა 2023 წელს, ირანის ენერგეტიკის სამეცნიერო ასოციაციასთან თანამშრომლობით.

ირანის უნივერსიტეტების საცნობარო მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის მონაცემების მიხედვით, მაზანდარანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაახლოებით სამი ათასი სტუდენტი სწავლობს.

 

საერთაშორისო ურთიერთობები

საზღვარგარეთის სამეცნიერო და კვლევით ცენტრებთან კავშირების დამყარება, როგორც უნივერსიტეტის სამეცნიერო დონის გაუმჯობესების გზა, მაზანდარანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცნაა. კერძოდ, მაზანდარანის უნივერსიტეტს მაღალი ხარისხის სამეცნიერო თანამშრომლობა აქვს ინდოეთის ორ და სამხრეთ კორეის უნივერსიტეტებთან. სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია.

სახელი მაზანდარანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. პირველი არაკომერციული კერძო უნივერსიტეტი ირანში
ქვეყანა ირანი
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა3000
კონტაქტები۰۱۱۳۲۱۹۱۲۰۵
ვებგვერდიhttps://www.ustmb.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: