შეხვედრა საქართველოს კულტურის მინისტრთან აღმოსავლური კოლექციების გამოფენის ფარგლებში
შეხვედრა საქართველოს კულტურის მინისტრთან აღმოსავლური კოლექციების გამოფენის ფარგლებში
შაბათს, 2024 წლის 29 მაისს, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში გამართული აღმოსავლური კოლექციის ნიმუშების გამოფენის ფარგლებში, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში შეხვდა და ესაუბრა საქართველოს კულტურის მინისტრს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის მრჩეველმა მეჰდი საადათნეჟადმა, საქართველოში ირანის საელჩოს დიპლომატთან, მოჯთაბა მუსავისთან ერთად, საქართველოს ხელოვნების სასახლის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლური კოლექციის ნიმუშების გამოფენის გახსნის ღონისძიებაში, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი. გამოფენის ფარგლებში, ირანის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში ესაუბრა საქართველოს კულტურის მინისტრს ორ ქვეყანას შორის კულტურულ-სახელოვნებო ურთიერთობების განვითარების შესახებ.
აგრეთვე მეჰდი საადათნეჯადმა, მრჩეველმა კულტურის საკითხებში, გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი, საქართველოში მისიის პერიოდში, კულტურული კვირეულის ორგანიზებასა და თანამშრომლობისთვის ორი ქვეყნის სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში.
���� ხელოვნების სასახლეში აღმოსავლური ხელოვნების კოლექციის ნიმუშების გამოფენა, რომლის ფარგლებშიც სხვა აღმოსავლური ქვეყნების ხელოვნების ნიმუშების გვერდით გამოფენილია ირანული ხელოვნების ნიმუშები, კერძოდ სეფიანთა და ყაჯართა ეპოქის ხალიჩები, მოხატული ფარჩები და სხვა, ერთი თვის განმავლობაში გასტანს.