ჩვენ შესახებ

თბილისი
Mahdi Saadat Nejad
Mahdi Saadat Nejad (მაჰდი საადათ ნეჟადი)
თბილისი (Tbilisi)
კულტურული წარმომადგენლობის ისტორია

კულტურის განყოფილების ისტორია

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება თბილისში, ორ ქვეყანას, ირანისა და საქართველოს მთავრობებს შორის 1995 წლის 21 აპრილს (ჰიჯრის კალენდრით ორდიბეჰეშთი 1374) ხელმოწერილი კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროში გაცვლითი პროგრამის  საფუძველზე ოფიციალურად საქმიანობს 2009 წლიდან და ამ დოკუმენტით გათვალისწინებული საერთაშორისო ორმხრივი კულტურული პროგრამების და ამოცანების შესრულების და ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურული დიპლომატიის პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებლობას იღებს.

 
წარმომადგენლობის საქმიანობის სრული აღწერა

კულტურის განყოფილების საქმიანობის სფეროები

თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების საქმიანობა ორ ქვეყანას შორის კულტურული შეთანხმების ფარგლებში:
 -
ირანის კულტურული კვირეულებისა და დღეების გამართვა საქართველოში (მუსიკა, ფოტო, ხელნაკეთი ნივთები, ისტორიული ძეგლების გაცნობა და ტურიზმი და ..);
-
ირანული კინოს კვირეულის ჩატარება;
-
სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით კულტურული და სახელოვნებო გამოფენების ჩატარება (მათ შორის ხელნაკეთი ნივთების, ფოტოების, ირანული კერძების და .);
-
ირანის ოთახების დაარსება და მხარდაჭერა უნივერსიტეტებში;
-
ირანისტიკის მიმართულების სტუდენტების მხარდაჭერა;
-
თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის სპარსული ენის კურსების გამართვა და სწავლება;
-
სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების და სასწავლო-კვლევითი მივლინებების ორგანიზება;
-
სამეცნიერო და კულტურულ ცენტრებთან თანამშრომლობით  კონფერენციების, შეხვედრების, სამეცნიერო, ლიტერატურული და რელიგიური სემინარების გამართვა;
-
საქართველოს უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო, კულტურულ-სახელოვნებო და ირანოლოგიურ ცენტრებთან თანამშრომლობა;
-
სპარსული ლიტერატურის ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმანის, წიგნების და სტატიების ბეჭდვა-გამოცემის ხელშეწყობა.

 
წარმომადგენლობა რუკაზე
შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: