• May 2 2024 - 17:26
  • 30
  • სწავლის დრო : Less than one minute

შეხვედრა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე განიხილეს კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები

                                                               
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე განიხილეს კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მაჰმუდ ადიბმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა، რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრაზე განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები საქართველოს მუსლიმური თემის შესაძლებლობების გამოყენებით، კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების გზების შესახებ.
ამ შეხვედრაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს მუსლიმი თემის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით، საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მუსლიმთა რელიგიური უფლებების დასაცავად، რაც ნამდვილად თვალნათლივ ჩანს.
რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ირანის ისლამურ რესპუბლიკას საქართველოს მუსლიმი თემის ჰუმანიტარული დახმარებისთვის؛ მათ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები უწოდა და დასძინა، რომ მუსლიმი თემის დაცვა და გაძლიერება სააგენტოს ერთ-ერთი მოვალეობაა. მან ასევე აღნიშნა საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან، განსაკუთრებით ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მშვიდობიანი განვითარების სფეროში დამოუკიდებელი და პრაგმატული სტრატეგიის მიღებაზე და გამოთქვა მზადყოფნა განავითაროს თანამშრომლობა ნებისმიერ საკითხზე، რომელიც ეხება ორმხრივ ინტერესებს. ამ შეხვედრაზე ირანის საელჩოს კულტურის ახალმა მრჩეველმა მეჰდი საადათ ნეჟადმა განიხილა ისეთ საკითხები، როგორიცაა რელიგიათაშორისი დიალოგის ფარგლებში ერთობლივი შეხვედრების გამართვა და რელიგიის სახელით რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: