• Feb 6 2025 - 17:49
  • 13
  • სწავლის დრო : Less than one minute

ქართველი და ირანელი ბავშვების ნახატების გამოფენა

მიმდინარე წლის 6 თებერვალს თბილისის 195-ე საჯარო სკოლამ ქართველი და ირანელი ბავშვების ნახატების ერთობლივ გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც უკვე მე-15 წელია ტარდება საქართველოში და ქართველი და ირანელი მოსწავლეების დამეგობრებას ისახავს მიზნად.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ოთხი საჯარო სკოლის (51-ე, 55-ე, 195-ე, თბილისის კლასიკური გიმნაზია) და თბილისში არსებული ფირდოუსის სახელობის ირანული სკოლის მოსწავლეებმა.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი მაჰმუდ ადიბი, საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მეჰდი საადათნეჟადი, 195-ე სკოლის დირექტორი ნინო დათიშვილი, მასწავლებლები, ნორჩი მხატვრები და მათი მშობლები. გამოფენაზე მოსწავლეთა 50-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატებით.
ქართველი და ირანელი ბავშვების ნახატების გამოფენა ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების კიდევ ერთი ღონისძიებაა, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 46-ე წლისთავს მიეძღვნა.

Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

სურათები

დაწერეთ თქვენი კომენტარი.

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: