• Jun 5 2024 - 15:15
  • 20
  • სწავლის დრო : 1 minute(s)

ფოტოალბომის „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ პრეზენტაცია

სამშაბათს, 4 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ფოტოალბომის „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში მეჰდი საადათნეჟადი, ასევე რელიგიური და დიპლომატიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პრეზენტაცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ფოტოალბომში წარმატებით ასახული საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. მან მადლობა გადაუხადა რელიგიური ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენლებს ტოლერანტული გარემოს მხარდაჭერისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მაღალი შეფასება მისცა რელიგიის სააგენტოს ახალ პუბლიკაციას და ხაზი გაუსვა სხვადასხვა რელიგიების მრავალსაუკუნოვან მშვიდობიან თანაარსებობას ჩვენს ქვეყანაში.
ღონისძიების მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს მისასალმებელი წერილი გააცნო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ სიმბოლური უწოდა ფაქტს, რომ ფოტოალბომი რელიგიის სააგენტოს არსებობის 10 წლისთავზე დაიბეჭდა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ფოტოალბომი „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“.

Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

სურათები

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: