საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, საელჩოს მრჩეველს კულტურის საკითხებში და საელჩოს დიპლომატებს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. ირაკლი კობახიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.