• May 29 2024 - 09:57
  • 19
  • სწავლის დრო : 1 minute(s)

ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი - ირანსა და საქართველოს შორის კულტურული და სახელოვნებო თანამშრომლობის განვითარების ადგილი

ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი - ირანსა და საქართველოს შორის კულტურული და სახელოვნებო თანამშრომლობის განვითარების ადგილი

ირანსა და საქართველოს შორის კულტურულ-სახელოვნებო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში მეჰდი საადათნეჟადი ნიქოზის ხელოვნების სკოლას ესტუმრა, შეხვდა და ესაუბრა  ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია). ხელოვნების სკოლის მონახულების შემდეგ, მხარეებმა ისაუბრეს ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა  და თეირანის ანიმაციურ ფესტივალს შორის შესაძლო თანამშრომლობაზე. აგრეთვე, მრჩეველმა კულტურის საკითხებში განაცხადა მზადყოფნა ნიქოზის ფესტივალის ფარგლებში ირანული ანიმაციური ფილმების ჩვენებებისა და მასტერკლასებისა და ჩატარების შესახებ. ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2011 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად იმართება, რომლის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლა.

ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი, არასაკონკურსო ხასიათისაა, აქ პრიორიტეტი ენიჭება ძველი თუ ახლად შექმნილი ფილმების ჩვენებას. ღონისძიების დამსწრეები ეცნობიან თანამედროვე მსოფლიოში ანიმაციის ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს; ხვდებიან ცნობილ რეჟისორებსა და კინოხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებს. ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებული ანიმაციით ახალგაზრდებისათვის იმართება სემინარები და მასტერკლასები.

სოფელი ნიქოზი შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში, მდებარეობს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეს სოფელი სერიოზულად დაზიანდა, საჰაერო დაბომბვისას დაიწვა საეპისკოპოსო სასახლე, სამონასტრო საცხოვრებელი, მონასტრის ბიბლიოთეკა და ანიმაციური ფილმების სტუდია. ომის შემდეგ არაერთი გულშემატკივრის დახმარებით განხორციელდა აღდგენითი სამუშაოები, დაარსდა ხელოვნების სკოლა, რომელშიც ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, მოსწავლეები ანიმაციის ხელოვნებასაც  ეუფლებიან. სწორედ ხელოვნების სკოლის გააქტიურების შედეგად დაიბადა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დაარსების იდეაც. ფესტივალმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და იქცა აღმშენებლობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და ხალხთა მეგობრობის ადგილად.

Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: