• Apr 4 2024 - 22:35
  • 20
  • სწავლის დრო : 1 minute(s)

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაციის განცხადება ყუდსის დღესთან დაკავშირებით

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაციის განცხადება ყუდსის დღესთან დაკავშირებით

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაციის განცხადება ყუდსის დღესთან დაკავშირებით

 

სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა

“დიდება იმას, ვინც ღამით გადაიყვანა თავისი მონა ალ-მასჯიდ ალ-ჰარამიდან ალ-მასჯიდ ალ-აკსამდე, რომლის გარეშემოც ვაკურთხეთ, რათა გვეჩვენებინა მისთვის ზოგი ჩვენი სასწაული. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისგამგონეა, ყოვლისმხედი.” (სურა XVII, ალ-ისრა, სურაI)

 

რამაზანის წმინდა თვის ბოლო პარასკევის დადგომა, არის გზავნილი და შეხსენება იმ ერის ჩაგვრისა, რომელიც ცარიელი ხელებით, მაგრამ რწმენითა და იმედით სავსე გულით დაუპირისპირდა დამპყრობელ დემონებს და წინააღმდეგობის მოძრაობა, როგორც წმინდა მემკვიდრეობა შვილებს გადასცა. წელს ყუდსის მსოფლიო დღის მსვლელობას, წინა წლებისგან განსხვავებული ელფერი აქვს.

საომარმა მოქმედებებმა ღაზის სექტორში და ამ რეგიონში სიონისტების სასტიკი დანაშაულისა და აშკარა გენოციდის ესკალაციამ, გააორმაგა წლევანდელი ყუდსის დღის მარშის მნიშვნელობა. როდესაც მსოფლიოს ერები პალესტინელი ერის მხარდასაჭერად და სიონისტური დემონური კლანჭებისგან გასათავისუფლებლად  ხმამაღლა საუბრობენ, დასავლელი პოლიტიკოსებისა და მედიის ცენზურა  ვერ შეაჩერებს ამ მღელვარებას.

სიონისტური ოკუპაციის გაუთავებელი დანაშაულების საპასუხოდ ალ-აკსას წმინდა ქარიშხლის ოპერაციის შემდეგ, ისრაელის ყალბი რეჟიმი და მისი მხარდამჭერები, მოწმენი არიან ჰამასის და სხვა წინააღმდეგობის ჯგუფების ერთობლივი წინააღმდეგობის მოძრაობისა. ეს ერთობლივი წინააღმდეგობა არა მხოლოდ არღვევს სიონისტების ტაქტიკურ  გათვლებს, არამედ სამიზნედ იღებს უფრო დიდი სტრატეგიას და სიონისტური რეჟიმის  არალეგიტიმურ არსებობასაც კი.

წელს, ყუდსის დღეს, მსოფლიოს ხალხები გამოვლენ ქუჩებში, რათა ხმამაღლა იყვირონ სიონისტ მტერთან კომპრომისის არარსებობის და წინააღმდეგობის დისკურსის სიმართლის და ჭეშმარიტების შესახებ. გააზრებული გამოფხიზლება, რომელიც წელს მსოფლიოს გააერთიანებს საერთო მტრის, სიონისტური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, იქნება გარდამტეხი მომენტი ბავშვთა მკვლელი და ანტიჰუმანური რეჟიმის დაცემის და განადგურების პროცესის დაჩქარებაში.

ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაცია, რომელიც მუდმივ მხარდაჭერას უცხადებს პალესტინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მოუწოდებს მარხვაში მყოფ მუსლიმებს და თავისუფალ ადამიანებს ირანში და მთელ მსოფლიოში, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული ენთუზიაზმით და მრავალრიცხოვანი შეკრებით მხარი დაუჭირონ პალესტინას, დაე, გამოავლინონ თავიანთი ერთგულება, თანაგრძნობა და კოლექტიური ერთობა  ბოროტების წინააღმდეგ.

Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: