• Jul 24 2023 - 00:15
  • 33
  • სწავლის დრო : Less than one minute

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია შვედეთში წმინდა ყურანის მორიგი შეურაცხყოფის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

ღმერთის სახელით შვედეთში მსოფლიოს მუსლიმთა წმინდა წიგნის განმეორებითმა შეურაცხყოფამ კიდევ ერთხელ გამოავლინა სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა ნამდვილი სახე. მთავრობის თანხმობითა და პოლიციის მხარდაჭერით სტოკჰოლმში ყურანის განმეორებითი დაწვა, მიუხედავად ამ ქმედების წინააღმდეგ მასიური საპროტესტო გამოსვლებისა, მოწმობს სისტემატურ და ორგანიზებულ ანტიისლამიზმს, რომლის გაღვივებასა და გაძლიერებაში, სამწუხაროდ, შვედეთის ოფიციალურ ინსტიტუტებს დიდი წვლილი მიუძღვით.

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია შვედეთში წმინდა ყურანის მორიგი შეურაცხყოფის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

 

ღმერთის სახელით

შვედეთში მსოფლიოს მუსლიმთა წმინდა წიგნის განმეორებითმა შეურაცხყოფამ კიდევ ერთხელ გამოავლინა სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა ნამდვილი სახე. მთავრობის თანხმობითა და პოლიციის მხარდაჭერით სტოკჰოლმში ყურანის განმეორებითი დაწვა, მიუხედავად ამ ქმედების წინააღმდეგ მასიური საპროტესტო გამოსვლებისა, მოწმობს სისტემატურ და ორგანიზებულ ანტიისლამიზმს, რომლის გაღვივებასა და გაძლიერებაში, სამწუხაროდ, შვედეთის ოფიციალურ ინსტიტუტებს დიდი წვლილი მიუძღვით.

შვედეთის მთავრობამ, უსაფრთხოების ინსტიტუტებმა და პოლიციამ უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ სისტემატური ისლამოფობია და ანტიყურანიზმი ამ ქვეყანაში, მუსლიმებისა და მსოფლიო საზოგადოების თვალში განიხილება როგორც არა მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების უპატივცემულობა, არამედ გამოიწვევს გლობალურ სიძულვილსა და რისხვას შვედეთის მიმართ.

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია  კატეგორიულად გმობს შვედეთში ამ ქვეყნის ოფიციალური ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელებულ შეურაცხმყოფელ ქმედებას - ყურანის დაწვას და იწვევს საერთაშორისო და ისლამურ ორგანიზაციებს, აიძულონ შვედეთის მთავრობა და ევროპის სხვა მთავრობები მიიღონ სასწრაფო და მკაფიო ზომები ამ თავხედური და საშიში მიდგომის შესაჩერებლად.

ცხადია, რომ შვედეთის მთავრობის ამჟამინდელი მიდგომა და საერთაშორისო ორგანიზაციების უმოქმედობის მოთმენა აიძულონ ეს მთავრობა აიღონ პასუხისმგებლობა ანტიყურანიზმისა და სისტემატური ისლამოფობიის მიმართ, მსოფლიო მუსლიმებისა და აბრაამული რელიგიების ჭეშმარიტი მიმდევრების მხრიდან შეუძლებელი ხდება.

Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

დაწერეთ თქვენი კომენტარი.

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: