ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრთან
ოთხშაბათს, 21 ივნისს, გაიმართა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი მაჰმუდ ადიბსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს გიორგი ამილახვარს შორის.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში აჰმადალი მეჰრი არდესთანი, ირანის ელჩმა გიორგი ამილახვარს მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დანიშვნა და მხარეებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად ირანსა და საქართველოს შორის კულტურული და სამეცნიერო გაცვლის პროგრამის გაფართოება, ირანელი სტუდენტების ბინადრობის პრობლემების გადაჭრა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საუნივერსიტეტო დაწესებულებების მიერ ქართული საუნივერსიტეტო დიპლომების აღიარება დაასახელა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, აღნიშნულ საკითხებში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
დაწერეთ თქვენი კომენტარი.