ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 44-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ირანელი და ქართველი ბავშვების ნამუშევრების რიგით მე-13 გამოფენა-კონკურსი
ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 44-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ირანელი და ქართველი ბავშვების ნამუშევრების რიგით მე-13 გამოფენა-კონკურსი ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 44-ე წლისთავთან დაკავშირებით და ფაჯრის დღეების ფარგლებში, სამშაბათს 2023 წლის 7 თებერვალს, თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების საგამოფენო სივრცეში გაიმართა ირანელი და ქართველი ბავშვების ნამუშევრების რიგით მე-13 გამოფენა-კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის ოთხი საჯარო სკოლის სპარსული ენის შემსწავლელი წრეების და თბილისის ფირდოუსის სახელობის ირანული სკოლის მოსწავლეებმა. გამოფენას დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნი მაჰმუდ ადიბი, ირანის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში და საადის ფონდის წარმომადგენელი საქართველოში აჰმად ალი მეჰრი არდესთანი, თბილისის ირანული სკოლის დირექტორი, ქართული და ირანული სკოლების მასწავლებლები, კონკურსში მონაწილე მოსწავლეები და მათი მშობლები.საუკეთესო მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით.
დაწერეთ თქვენი კომენტარი.