იმამ ხომეინის გარდაცვალების 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
პარასკევს, 31 მაისს (ჰიჯრით 11 ხორდადს), ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ისლამური რევოლუციის დიადი ლიდერის, იმამ ხომეინის გარდაცვალების 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი, საქართველოს შიიტური თემის ლიდერთა და ქართველი აღმოსავლეთმცოდნე ირანისტთა ერთი ჯგუფი.