თბილისის კლასიკური გიმნაზიის სპარსული ენის წრის წარჩინებული მოწაფეების დაჯილდოება
თბილისის კლასიკური გიმნაზიის სპარსული ენის წრის წარჩინებული მოწაფეების დაჯილდოება
თბილისის კლასიკური გიმნაზიის სპარსული ენის წრის წარჩინებული მოწაფეების დაჯილდოება
თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეების სპარსული ენის შესწავლის მოტივაციის ამაღლების და წახალისების მიზნით, წინასწარი კოორდინაციის საფუძველზე, მიმდინარე წლის 23 იანვარს, ამ სკოლის სპარსული ენის წრის ოთხი საუკეთესო მოსწავლე, ამავე სკოლის სპარსული ენის პედაგოგის, ქალბატონი ნათია რუხაძის თანხლებით მიწვეული იყვნენ ირანის საელჩოში, სადაც მათ უმასპინძლეს ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა მაჰმუდ ადიბმა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა აჰმადალი მეჰრი არდესტანიმ. საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამების და ღონისძიებების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისათვის და საელჩოს კულტურის განყოფილებასა და საადის ფონდის წარმომადგენლობასთან გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობისთვის, მათ გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.