ვებინარი „ჰაქიმ ნიზამის შემოქმედება და სპარსული ლიტერატურა“
2022 წლის 10 მარტს, დიდი სპარსულენოვანი პოეტის ნიზამი განჯელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით გაიმართება ვებინარი - "ჰაქიმ ნიზამის შემოქმედება და სპარსული ლიტერატურა".
2022 წლის 10 მარტს, დიდი სპარსულენოვანი პოეტის ნიზამი განჯელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით გაიმართება ვებინარი - "ჰაქიმ ნიზამის შემოქმედება და სპარსული ლიტერატურა". ვებინარში მონაწილეობა მიიღეს და მსმენელის წინაშე სიტყვით წარდგნენ ქართველი და ირანელი პროფესორები, ნიზამის შემოქმედების მკვლევრები. ონლაინ ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის უმაღლესი სასწავლებლების ირანისტიკის მიმართულების სტუდენტები, აღმოსავლეთმცოდნე ირანისტები, თბილისის ოთხი საჯარო სკოლის სპარსული ენის პედაგოგები. ღონისძიება გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა აჰმად მეჰრი არდესთანიმ. მან მადლობა გადაუხადა ვებინარის ყველა მონაწილეს და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის ღონისძიების გამართვა როგორც ირანში, ასევე მთელ მსოფლიოში, რათა ეს დიდი ირანელი პოეტი და მისი შემოქმედება მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ.
დაწერეთ თქვენი კომენტარი.