გენერალ-მაიორ ჰაჯი ყასემ სოლეიმანისა და აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის მოწამებრივი სიკვდილის მესამე წლისთავთან დაკავშირებით
გენერალ-მაიორ ჰაჯი ყასემ სოლეიმანისა და აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის მოწამებრივი სიკვდილის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, 2023 წლის 3 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს სხდომათა დარბაზში წინასწარი კოორდინირების საფუძველზე გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით "ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და ISIS-ის იდეოლოგიასთან ბრძოლა - მსოფლიოს საერთო პასუხისმგებლობა".
ღონისძიებას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი, საელჩოს კულტურის მრჩეველი აჰმად მეჰრი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი შეიხ რამინ იგიდოვი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე დოქტორი გიორგი ლობჟანიძე, ასევე საქართველოს რელიგიური, მეცნიერული, აკადემიური და კულტურული წრეების წარმომადგენლები. მომხსენებლებმა განმარტეს და ისაუბრეს შაჰიდ სოლეიმანის ღვაწლის შესახებ, წმინდა ყურანში ღვთაებრივი რელიგიების მიმდევართა მშვიდობიანი თანაარსებობის, ფუნდამენტალიზმის, ექსტრემიზმის და ტერორიზმის საკითხებზე.
დაწერეთ თქვენი კომენტარი.