ზულბია ბამიე (ტკბილეულის სახეობა)
ზულბია სახამებლით, მაწვნით, ზაფრანით, ზეთითა და შაქრით დამზადებული ტკბილეულია.
მას ოვალური, დახვეული ფორმით ამზადებენ, ჩვეულებრივ, მცირე პორციას.
იგი, ზაფრანის რაოდენობის შესაბამისად, ყვითელი ან ყავისფერია. ზულბიას, როგორც წესი, ბამიე ახლავს, რამადანის თვის ერთ-ერთი საჭმელი.
ბამიე ფქვილით, კვერცხით და შაქრით მზადდება და დიდი და პატარა ცილინდრების ფორმა აქვს. ზულბიასა და ბამიეს, შეწვის შემდეგ, დასატკბობად შაქრის სიროფში ავლებენ.
ძველად ზულბიას სახლებში, სეზამის ზეთით ამზადებდნენ, რომელსაც მრავალი სასარგებლო თვისება ჰქონდა, თუმცა დღეს იგი ჩვეულებრივი, თხევადი ზეთით, საკონდიტროებში მზადდება.
ზულბია ირანის ერთ-ერთი უძველესი საკვებია, რომელსაც წარსულში "ჰალყეჩის" (სპარ. حلقهچي - პატარა რგოლი) ეძახდნენ. მერვე თავი ტრაქტატისა "დივანე ათემე“ ("გემოების დივანი") ტკბილეულის შესახებაა და მასში ზულბია, იგივე ჰალყეჩიცაა მოხსენიებული.
სახელი | ზულბია ბამიე (ტკბილეულის სახეობა) |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: