ირანული სამზარეულო / აჯილი
ირანული სამზარეულო / აჯილი
აჯილი გამომშრალი თხილეულის - ფისტის, ნუშის, თხილის, მუხუდოს, მზესუმზირის ნარევია, რომელსაც უმად, მარილიანს, მჟავეს ან სანელებლებით შეზავებულს მიირთმევენ.
მარილიანი აჯილი გამომშრალი თხილეულის მარილში მოხალვით მიიღება. ტკბილ აჯილს არ ხალავენ, მას ნუშის, ფისტის და თხილის გარდა, გარგარის, ატმის და ლეღვის ჩირს, ბასლოყს(ერთგვარიტკბილეული,ყურძნისწვენშიმოხარშულიფქვილიდაკაკალი)და ნიგოზს უმატებენ. ტკბილ აჯილს „ჩაჰარშანბე სურის" და "შაბე იალდას" დღესასწაულებზე მიირთმევენ.
სანელებლებით შეზავებული აჯილის დასამზადებლად, თხილეულს ზაფრანასთან, ლიმონის წვენთან და სპარსულ დიყთან ერთად ხალავენ. მჟავე აჯილს ლიმონის წვენსა და მარილში მოხალულ თხილეულს უწოდებენ.
ძველად აჯილს შემდეგნაირად ხალავდნენ: თხილეულს სპილენძის ქვაბში ჩაყრიდნენ, რომელშიც გარეცხილი ქვიშაც ეყარა, ცეცხლზე შემოდგამდნენ და ურევდნენ, რომ არ დამწვარიყო. შემდეგ აჯილს ქვიშის მოსაშორებლად საცერში გაატარებდნენ და მარილწყლით შეაზავებდნენ. ხალხში გავრცელებულია აჯილთან დაკავშირებული ტრადიცია, რომელიც "აჯილე მოშქელგოშას" (სპარს.آجيل مشكلگشا „პრობლემისგადამჭრელიაჯილი“ - აჯილის სახეობა; სჯერათ, რომ ამ აჯილის ჭამის დროს ჩათქმული სურვილი აუსრულდებათ)სახელითაა ცნობილი.
ირანში სახელგანთქმულია თავრიზული აჯილი.
სახელი | ირანული სამზარეულო / აჯილი |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: