ისპაჰანური ბერიანი
ქალაქ ისპაჰანში მდინარე ზაიანდერუდის სანაპიროზე სეირნობისას ღირსშესანიშნაობების თვალიერებით გართული, უცაბედად სასიამოვნო, მადისაღმძვრელ სურნელს იგრძნობთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ისპაჰანური ბერიანის არომატი. ბერიანი მზადდება ხორცისა და ღვიძლისგან. ამ კერძს განსაკუთრებული ადგილი უკავია ულამაზეს ქალაქ ისპაჰანის გასტრონომიულ კულტურაში. რა თქმა უნდა, სახელწოდება ბერიანით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა კერძია ცნობილი, მაგრამ ისპაჰანური ბერიანი განსხვავდება, ის ცხვრის ხორცისგან ამზადებენ, რომელსაც წინასწარ ხარშავენ, შემდეგ ხორცსაკეპ მანქანაში ატარებენ, დარიჩინითა და პიტნით შეაზავებენ და სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ და ცეცხლე ამზადებენ.
ბირიანის ჩვეულებრივ მიირთმევენ გატარებულ ღვიძლთან ერთად, ირანული სახეობის ქვებზე გამომცხვარი პურის - სანგაქის თანხლებით. ქალაქ ისპაჰანში არის სპეციალური რესტორნები, რომელთა მენიუში მხოლოდ ბერიანი ან/და აბგუშთია (ჩანახის ირანული ნაირსახეობა). ისპაჰანური ბერიანი ცხიმიანი და განსაკუთრებულად გემრიელია.
სახელი | ისპაჰანური ბერიანი |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: