ირანული სამზარეულო / ფახლავა
ირანული სამზარეულო / ფახლავა
ფახლავა ტკბილეულის სახეობაა, რომელიც ფქვილით, ფისტით, ნუშით ან ნიგვზით მზადდება.
ფახლავის დასამზადებლად ფისტას, ნუშს ან ნიგოზს - შაქარს, კარაქს, ილს და ვარდის წყალს ურევენ. ამ შიგთავსს ცომის ორ ფენას შორის ათავსებენ, კვადრატული ან რომბის ფორმის პატარა ნაჭრებად ჭრიან და ღუმელში აცხობენ. ფახლავა ერთ-ერთი უძველესი ტკბილეულია. იგი მოხსენიებულია "ქარ-ნამესა" („საქმეთა წიგნი“) და „მადდათ ალ-ჰაიათის" ტრაქტატებში(სეფიანთა დროის კულინარიული ტრაქტატები).
ძველად ფახლავა შემდეგნაირად მზადდებოდა: ცომს თხლად აბრტყელებდნენ, ზედაპირს შაქრის პუდრითა და ნუშით უფარავდნენ, ზემოდან ცომის კიდევ ერთ ფენას დაადებდნენ და ცეცხლზე ორივე მხრიდან წვავდნენ. შემდეგ სიროფს დაუმატებდნენ, სიროფის შეწოვის შემდეგ კი - ზეთს. დაახლოებით 1000 წლის წინ, ფახლავას ცხობისას, ნუშისა და ფისტის ნაცვლად, ბარდას ან მოხარშული ოსპის მარცვლებს იყენებდნენ. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ფახლავას სპარსული სახელწოდება "ბაყლავა" (باقلوا), მომდინარეობდეს სპარსული სიტყვიდან "ბაყულათ" (بقولات ), რაც პარკოსნებს ნიშნავს.
ფახლავას სხვადასხვა ქალაქებში ამზადებენ, მათ შორის იაზდში, მეშჰედი, ყაზვინში და სხვა. იაზდის ფახლავა ყველაზე სახელგანთქმულია და ექსპორტზეც გადის.
სახელი | ირანული სამზარეულო / ფახლავა |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: