წარმომადგენლობა
ისპაჰანის ჯამე მეჩეთი

ისპაჰანის ჯამე მეჩეთი

ისპაჰანის ჯამე მეჩეთი

არქიტექტურა  / ისპაჰანის ჯამე მეჩეთი

 

ისპაჰანის ჯამე მეჩეთი ისპაჰანის უძველესი ისტორიული ნაგებობა და  სელჩუკთა პერიოდის (1038-1149) ოთხაივნიანი მეჩეთის ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია. ამ ადგილას 777 წელს აგებული პირველი მეჩეთი სვეტებიანი დიზაინისა იყო. 840 წელს ეს მეჩეთი დაინგრა და მის ნანგრევებზე უფრო დიდი მეჩეთი ააგეს. ბუიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში (732-1062) მეჩეთის უძველეს ნაგებობას ახალი ნაწილები შეემატა.

სამხრეთის მეჩეთი მალიქ შაჰის ვეზირის, ნიზამ ოლ-მოლქის მიერ,  1082 წელს აშენდა. მას მოგვიანებით მეჩეთის აივანი დაემატა. მეჩეთის ჩრდილოეთ შაბესთანის(სპარს.شبستان- დიდი მეჩეთების ნაწილი, რომელიც გადახურულია, ერთგვაროვანი, პარალელური სვეტები აქვს  და ერთი მხრიდან მეჩეთის ეზოს უკავშირდება)ზემოთ, თაჯ ოლ-მოლქის ბრძანებით, 1090 წელს  თაჯ ოლ-მოლქის გუმბათოვანი ნაგებობა აშენდა, რომელსაც კვერცხის მაგვარი ფორმის გამო „ხაგის“ (სპარს. خاگ - კვერცხი) უწოდებენ.

სამხრეთ აივნის აგების შემდეგ, ჩრდილოეთის (ე.წ. „დარვიშის აივანი“), აღმოსავლეთის (ე.წ. „შეგირდის აივანი“) და დასავლეთის (ე.წ. „ოსტატის აივანი“) სამკუთხა აივნები აიგო. სამხრეთ აივნის გვერდით განლაგებული შაბესთანების ნაწილი  მე-12 საუკუნის დასაწყისში აგურითაა ნაშენი.  იმავე პერიოდშია აშენებული ჩრდილოეთის აივნის გვერდითა შაბესთანები და შაბესთანი, რომელიც ჩრდილოეთ აივნის და „ხაგის“ გუმბათს შორის მდებარეობს. ალ მოზაფარის მმართველობის პერიოდში ჯამე მეჩეთს მნიშვნელოვანი ნაწილები შეემატა, მათ შორის აღმოსავლეთის აივნის ჩრდილოეთით მდებარე შაბესთანი და მისგან აღმოსავლეთით მდებარე მადრესე. წარწერა გვამცნობს, რომ 1368 წელს, მადრესეს სამხრეთით მეჩეთი აშენდა.  

ისპაჰანის ჯამე მეჩეთის შაბესთანებში დაახლოებით 470  თაღი გვხვდება.  ამ მეჩეთს სხვადასხვა მმართველის მიერ აგებული 10 მიჰრაბი აქვს და  20 000 კვადრატულ მეტრზე დიდი ფართობით ირანის უდიდესი მეჩეთია.  ეზოს ცენტრალური აუზის ზემოთ მდებარე ოთხკუთხა ნაგებობა შაჰ-აბასის მმართველობის პერიოდის დასაწყისს მიეკუთვნება. სხვა ნაგებობებთან ერთად, ფათჰ ალი შაჰ ყაჯარის მმართველობის პერიოდში (1794-1832),  აბანო და წყლის საცავიც რესტავრირდა.  ნაგებობის მოჭიქული ფილებით მოპირკეთება სეფიანთა პერიოდს უკავშირდება. შორენკეცები, ფილების მოზაიკა, რომელიც შენობის ხაზებს მიუყვება, სოლსი (ხელნაწერის სახეობა), ნასთალიყი და შეუდარებელი ჩუქურთმები - ამ  ნაგებობის შიდა ინტერიერის არქიტექტურის მახასიათებლებია.

სახელი ისპაჰანის ჯამე მეჩეთი
ქვეყანა ირანი
ისტორიული პერიოდისელჩუკთა პერიოდის
მწარმოებელისელჩუკები

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: