სოლთანიეს მეჩეთი
სოლთანიეს კომპლექსი მოიცავს მჩეთს, აკლდამას და საძვალეს. მდებარეობს ქალაქ ზენჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 39 კილომეტრის დაშორებით. სოლთანიეს კომპლექსი აიგო უშუალოდ ოლჯაითუ-ხოდაბანდეს ბრძანებით, 1305 წელს (ჰიჯრით 704 წელს), ქალაქ სოლთანიეში და წარმოადგენს ირანული და ისლამური ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ნიმუშს.
აქვს სამმაგი თაღოვანი გადახურვა; ცენტრალური თაღი ყველაზე დიდია და მისი სიგრძე 9 მეტრს შეასგენს. გვერდითი თაღები შედარებიც მომცრო ზომისაა, მათი დიამერი დაახლოებით სამ მეტრს შეადგენს. აკლდამის სმხრეთ ფასადზე ყრუ თაღებია რომელთა თავზეც სარკმლებია გაჭრილი, რაც უზრუნველყოფს აკლდამის დღის შუქით განათებას.
აკლდამის სამხრეთ ნაწილში გარე პარმაღიდან შესასვლელია შენობის მიწისქვეშა სივრცეში რაც სინამდვილეში მეფეთა საძვალეს წარმოადგენს. საძვალის არქიტექტურა საკმაოდ რთულია და ბევრი სივრცისგან შედგება. არქიტექტურული სტილის და კომპლექსის სივრცეებს შორის სტრუქტურული ურთიერთობების შესწავლით, მივდივართ დასკვნამდე, რომ აკლდამა დაპროექტებულია და აგებულია სპეციალურად სულთან მოჰამად ხოდაბანდე - ოლჯაითუსთვის.
სოლთანიეს მეჩეთი ილხანური ეპოქის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშს და მსოფლიოში მესამე უდიდეს, აგურისგან ნაგებ გუმბათოვან შენობას წარმოადგენს.
სახელი | სოლთანიეს მეჩეთი |
ქვეყანა | ირანი |
ისტორიული პერიოდი | ილხანი |
მწარმოებელი | სულთან მოჰამედ ხოდაბანდე (ალ-ჯაიტო) |
ვებგვერდი | info@soltanieh.ir |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: