წარმომადგენლობა
გონბად-ე სორხ (წითელი გუმბათი) - ქალაქი მარაყე

გონბად-ე სორხ (წითელი გუმბათი) - ქალაქი მარაყე

გონბად-ე სორხ (წითელი გუმბათი) - ქალაქი მარაყე



გონბად-ე სორხ (წითელი გუმბათი), ისტორიული შენობაა ქალაქ მარაყეში, აშენდა  სელჩუკთა მმართველობის პერიოდში. ნაშენებია არქიტექტურული სტილით - რაზი. არქიტექტურული ძეგლი გონბად-ე სორხ ყველაზე ძველი ნაგებობაა ქალაქ მარაყეში არსებული 5 მსგავსი ტიპის ნაგებობას შორის. შენობა არის 2 სართულიანი, კვადრატული ფორმის, გუმბათოვანი გადახურვით. შედგება საძვალისაგან და მთავარი ოთახისგან. ნაგებობა დგას შემაღლებულ ქვის პლატფორმაზე, შესასვლელამდე შვიდ ქვის საფეხურის მეშვეობით არის ასვლა შესაძლებელი. შენობის გუმბათის რვაკუთხა ყელზე ოთხი სარკმელია გაჭრილი.
ნაგებობის დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებზე შემორჩენილია წარწერები, რომლებიც შედარებით გვიან პერიოდშია დატანილი. შენობის ძირი თლილი ქვებითაა ნაგები. ასევე სვეტების კაპიტელები, რომლებიც გუმბათის   თაღების საყრდენებს წარმოადგენს, ქვისაა. შენობის დანარჩენი ნაწილი მთლიანად აგურით არის ნაშენი. შენობის ფასადზე დატანებულ წარწერა გვამცნობს, რომ შენობა აგებული ვინმე აბდულ აზიზის სიცოცხლეში, რომელიც თავს აზერბაიჯანის მმართველად აცხადებდა, თუმცა, ამ პიროვნების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება.


სახელი გონბად-ე სორხ (წითელი გუმბათი) - ქალაქი მარაყე
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: