ვაქილის ბაზარი
არქიტექტურა / ვაქილის ბაზარი
ვაქილის ბაზარი იმ ნაგებობათა შორისაა, რომელთა მშენებლობაც 1801 წელს ქერიმ ხანის ხელისუფლებაში მოსვლის და შირაზის დედაქალაქად არჩევის შემდეგ, მისივე მხარდაჭერით დაიწყო. ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ვაქილის ბაზრის ჯვრის ფორმის დიზაინი ლარის ყაისარიეს (بازار قيصرية) ბაზრიდანაა გადმოღებული და ქაზერუნის ბაზარიც ამ ბაზრის არქიტექტურული გავლენითაა აშენებული.
სეფიანთა ეპოქის აღმოსავლეთმცოდნეების და ირანში მოგზაურების "საფარ-ნამეებზე" (მოგზაურობის წიგნი) დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ ვაქილის ბაზრამდე ამ ადგილას სეფიანთა ეპოქის ბაზარი ყოფილა. ბაზრის მთავარი რიგი, რომელიც შირაზის ისტორიულ-კულტურულ ცენტრშია აშენებული, ორდუს ბაზრის დასაწყისიდან იწყებოდა და ისპაჰანის კარიბჭესთან სრულდებოდა, სადაც ყაჯართა პერიოდში (მირზა იუსეფი) ახალი ბაზარი აშენდა და დღეს აქ ვაქილის ბაზარია განთავსებული.
ბაზრის სამხრეთი რიგი ორდუს ბაზრის დასაწყისში იწყება და 4 მიმართულებით გრძელდება. ის 82 სავაჭრო დუქანს მოიცავდა. მას „ბაზაზანის“(ბაზრის რიგი უხვი საქონლითა და ხემისაწვდომი ფასით)რიგი ეწოდება.
ეს ბაზარი ყველაზე მაღალჭერიანი ბაზარია ირანში. მისი სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 11 მეტრი ყოფილა. ამჟამად, ზედაპირის შემაღლების გამო, ზოგ ადგილას სიმაღლე 10 მეტრია. ვაქილის ბაზრის ჭერზე სავენტილაციო ღიობები და სარკმლები ამ ბაზრის უნიკალურ მახასიათებლებს შორისაა და შესანიშნავად ერწყმის შირაზის კლიმატს.
სახელი | ვაქილის ბაზარი |
ქვეყანა | ირანი |
ისტორიული პერიოდი | ზანდიის პერიოდი |
მწარმოებელი | კარიმ ხან ზანდი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: