არქიტექტურა / განჯალი ხანის აბანო
არქიტექტურა / განჯალი ხანის აბანო
ეს ნაგებობა ქერმანის ბაზრის განჯალი ხანის კომპლექსში მდებარეობს. იგი 1626-1655 წლებში ქარმანის მაშინდელი მმართველის - განჯალი ხანის მიერ აშენდა. აბანოს სიგრძე 46 მეტრია, სიგანე 30, ფართობი კი - 1380 კვადრატული მეტრი. იგი შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: შესასვლელი, დერეფანი, გასახდელი, ორთქლის აბანო და მსგავსი სივრცეები.
ეს შენობა საოცრად პროპორციული და გამორჩეული დიზაინისაა. დეკორირებაში მოჭიქული ფილების, მხატვრობის, ჩუქურთმისა და ორნამენტების გამოყენება განჯალი ხანის აბანოს განსაკუთრებულ ორიგინალობას ანიჭებს.
აბანოს შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. პატარა დერეფნის გავლით მთავარ გასახდელ სივრცეში შევდივართ. ამ კომპლექსის გასახდელი ოთახი დიდი რვაკუთხედის ფორმისაა, მისი სიგრძე 10 მეტრია, სიგანე 7.5, ფართობი - 75 კვადრატული მეტრი. გასახდელის კუთხეებში თვალში გვხვდება სხვადასხვა სოციალური ფენებისთვის მოწყობილი პატარა ფარდულები გამოსაცვლელად. გასახდელის იატაკი და კედლის ქვედა ნაწილები მარმარილოს ქვითაა მოპირკეთებული და მის ცენტრში ულამაზესი აუზია. გასახდელის განათებას ჭერში დატანილი ნახვრეტები უზრუნველჰყოფს, რომლებიც წარსულში გამჭვირვალე, თხელი მარმარილოს ქვით ყოფილა დაფარული. გასახდელი სამხრეთის კარით აბანოს უკავშირდება.
აბანო მრავალფეროვანი სივრცეებისგან შედგება, მათ შორისაა მთავარი საშხაპე, დიდგვაროვანთა კერძო აბანო, ცხელი და ცივი წყლის ავზები, საცურაო აუზი - იზოლირებული და დიდებულთათვის განკუთვნილი. აბანოს სიგრძე 6.25 მეტრია, სიგანე - 6 მეტრი, ფართობი - 37.5 კვადრატული მეტრი. ორთქლის აბანოში კარვის მსგავსი თაღის მქონე ცივი წლის აუზსსა და რვა ლამაზ, მონოლითურ ქვის სვეტს იხილავთ. აბანოს მთავარი სივრცე ოქტაგონური ფორმისაა, რვა სვეტზე თაღები და გუმბათია აღმართული. აბანოს შიგნითა სივრცის ნაწილი 10 სმ. სისქის გამჭვირვალე ქვებითაა მოპირკეთებული, რომლებიც სხივს ატარებენ და ამრიგად, აბანოში დროის მსვლელობაც ირძნობა.
სახელი | არქიტექტურა / განჯალი ხანის აბანო |
ქვეყანა | ირანი |
ისტორიული პერიოდი | სეფიანთა ეპოქა |
მწარმოებელი | განჯალი ხანის აბანო |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: