წარმომადგენლობა
„სიზდაჰ ბედარ“

„სიზდაჰ ბედარ“

„სიზდაჰ ბედარ“

13 ფარვარდინი ნოურუზის დღესასწაულის ბოლო დღეა. ადამიანები ამ დღეს, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად, ბუნების წიაღში გადიან და ნაკადულების თუ მდინარეების პირას, სიმწავენში,  ხეების ჩრდილქვეშ  - დღეს მხიარულად ატარებენ. ირანში ამ დღესასწაულს მრავალი წლის შემდეგაც  ძველებურად აღნიშნავენ.

მითოლოგიურ, ისტორიულ გადმოცემებში და ძველსპარსულ  ლიტერატურულ ტექსტებში ეს დღე ნახსენებია, როგორც დღე ბუნებასთან სიახლოვისა. ძველი ირანელები ყოველი თვის 13 რიცხვში წვიმის ღვთაებას სცემდნენ თაყვანს, რათა წვიმა მოსულიყო და მიწა ბალახების და მცენარეების გაზრდით გაეცოცხლებინა და განეახლებინა. ისინი ნოურუზის დადგომიდან 12 დღეს (12 დღე წლის 12 თვეს განასახიერებს) დღესასწაულობდნენ,   ხოლო მე-13 დღეს  ბაღებსა და მინდვრებში მიდიოდნენ და იქ მხიარულობდნენ, რითაც  ნოურუზის დღესასწაული ოფიციალურად სრულდებოდა. 

"სიზდაჰ ბედარს" ადამიანები ყოველგვარი  მოვალეობისგან და საზრუნავისგან შორს, ხალისიანად ატარებენ. თამაშობენ სხვადასხვა თამაშს, ნოურუზის ჯეჯილს წყალს ატანენ. ტრადიციულად, გოგონები, ცხოვრების თანამგზავრის პოვნის იმედით,  ბალახის ღეროებს გაკვანძავენ.  ნოურუზის მსგავსად, "სიზდაჰ ბედარს" სხვა ხალხებიც - აზერბაიჯანელები, ტაჯიკები, ავღანელები, ქურთები აღნიშნავენ.

ირანულ კალენდარში „სიზდაჰ ბედარი“ „ბუნების დღის“ სახელწოდებითაა აღნიშნული და ოფიციალური დასვენების დღეა.

 

 

სახელი „სიზდაჰ ბედარ“
ქვეყანა ირანი
ტიპიეროვნება

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: