წარმომადგენლობა
ფაიამე ნურის უნივერსიტეტი - უმაღლესი განათლების 460 ცენტრი და სწავლების ყველა სფერო

ფაიამე ნურის უნივერსიტეტი - უმაღლესი განათლების 460 ცენტრი და სწავლების ყველა სფერო

ფაიამე ნურის უნივერსიტეტი - უმაღლესი განათლების 460 ცენტრი და სწავლების ყველა სფერო

ფაიამე ნურის უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი უნივერსიტეტი. აგებულია საუნივერსიტეტო სისტემის პრინციპზე, მრავალი ფილიალით მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნივერსიტეტი იძლევა დასწრებული, დაუსწრებელი და დისტანციური სწავლების შესაძლებლობას. უნივერსიტეტის ცენტრალური ფილიალი მდებარეობს ქალაქ თეირანში; ასევე ირანის ყველა პროვინციაში შექმნილია მართვის ცენტრი ამ პროვინციის უნივერსიტეტის ფილიალის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

უნივერისტეტის ისტორია

ფაიამე ნურის უნივერსიტეტმა მუშაობა 1988 წელს დაიწყო. თუმცა, უნივერსიტეტის შექმნის გეგმა საგანმანათლებლო პროცესის ოფიციალურ დაწყებამდე თითქმის ორი წლით ადრე დამტკიცდა. ფაიამე ნურის პირველმა სტუდენტებმა  სწავლა დაიწყეს უნივერსიტეტის 28 სასწავლო ცენტრში ხუთ სასწავლო მიმართულებაზე. მომდევნო წლებში უნივერსიტეტმა შეძლო სწრაფად გაეფართოებინა თავისი ცენტრები და გამხდარიყო უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საყრდენი ირანში. დღეს უნივერსიტეტს ირანის 31-ვე პროვინციაში აქვს ფილიალები და მისი ცენტრებისა და სასწავლო ერთეულების რაოდენობა ირანის მასშტაბით 460-ს აღწევს. სტატისტიკის მიხედვით, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის რაოდენობა თითქმის 3500-ს შეადგენს, სტუდენტთა რაოდენობა კი დაახლოებით 344 000-ს (2023 წ.).

ნახევრად რეზიდენტულ სწავლების რეჟიმზე გადასვლით უნივერსიტეტი ცდილობდა შეემცირებინა სტუდენტების აუდიტორიაში ფიზიკური დასწრების საჭიროება საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და თვითსწავლებისა და სტუდენტზე ორიენტირებული სახელმძღვანელოების გამოყენებით. ფაიამე ნურის უნივერსიტეტმა, ირანში უმაღლესი განათლების განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა.

ფაიამე ნურის უნივერსიტეტიში აკადემიური პროგრამები ცხრა ფაკულტეტზე ხორციელდება:

  1. ლიტერატურა და ჰუმანიტარული მეცნიერებები
  2. თეოლოგია და ისლამური მეცნიერებები
  3. სოციალური მეცნიერებები
  4. ფუნდამენტური მეცნიერებები
  5. პედაგოგიკა და ფსიქოლოგია
  6. სასოფლო-სამეურნეო
  7. საინჟინრო ტექნიკური
  8. მართვა, ეკონომიკა და ბუღალტერია
  9. ხელოვნება და არქიტექტურა

ფუნდამენტური მეცნიერებების და ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები უნივერსიტეტის შექმნის პარალელურად დაარსდა, ასე რომ ეს ორი ფაკულტეტი სხვა დანარჩენ ფაკულტეტებზე უფრო ძველია. უნივერსიტეტის ცხრა ფაკულტეტის ფარგლებში ხორციელდება თითქმის ყველა სასწავლო პროგრამა. უნივერსიტეტის თითოეულ რეგიონულ ფილიალში, რეგიონული საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხორციელდება ესა თუ ის სასწავლო პროგრამა.

უნივერსიტეტი 37 დასახელების სამეცნიერო პუბლიკაციას აქვეყნებს; 2023 წლისთვის ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების თემატიკის რაოდენობამ 8300 გადააჭარბა. 37 საუნივერსიტეტო პუბლიკაციიდან ექვსი ინგლისურენოვანი და საერთაშორისო დონის ჟურნალია. უნივერსიტეტის მასშტაბით შეიქმნა 20 კვლევითი ინსტიტუტი, რომლებიც კვლევით მომსახურებას უწევენ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მკვლევრებს.

მკვლევრების მხარდაჭერის მიზნით, ფაიამე ნურის უნივერსიტეტის მიერ დაარსდა რამდენიმე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკი და განვითარების ცენტრი. საჭირო ინფრასტრუქტურის აშენებით და რისკის შემცირებით, ეს ცენტრები მხარს უჭერენ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც აგებულია ტექნოლოგიურ იდეებზე და აქვთ კომერციალიზაციის პოტენციალი. ფაიამე ნურის უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს 39 ცოდნაზე დაფუძნებული საწარმო. „მეწარმეობისა და ინოვაციების ჯგუფი“ არის ინოვაციასთან და ინდუსტრიასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო საქმიანობის მართვის მთავარი ორგანო.

2022 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა ახალი ცენტრი სახელწოდებით „კრეატიული ინდუსტრიებისა და რბილი ტექნოლოგიების ინოვაცია“, რომლის მიზანია ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და უნივერსიტეტის პოზიციის გაუმჯობესება ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროში. ასევე, ამ ცენტრის სხვა მიზნებს შორისაა უნივერსიტეტის მკვლევრების დაკავშირება სხვადასხვა ინდუსტრიებთან, ასევე უცხოელ კოლეგებთან და კვლევით ინსტიტუტებთან.

საერთაშორისო ურთიერთობები

უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობა ხორციელდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ცენტრალური ხელმძღვანელობით. ცენტრს აქვს წარმომადგენელი 17 სხვადასხვა ქვეყანაში და თამაშობს მნიშვნელოვან როლს ირანში სწავლით დაინტერესებული არაირანელი სტუდენტების მოზიდვაში. ცენტრის პასუხისმგებლობა მოიცავს საერთაშორისო კონფერენციებისა და სემინარების მასპინძლობას, ირანის ფარგლებს გარეთ უნივერსიტეტებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო ცენტრებთან ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერას, საერთაშორისო ფორუმებში წევრობას და ირანელი და არაირანელი მკვლევართა გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. უნივერსიტეტის ოფიციალური პირების განცხადებით, 2023 წელს ფაიამე ნურის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფილიალებში არაირანელი სტუდენტების რაოდენობა თითქმის სამი ათასია.

ფაიამე ნურის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მოსამზადებელი ერთ-ერთი ცენტრის სპარსული ენის ცენტრი. ამ ცენტრმა მუშაობა 2016 წელს დაიწყო და არა სპარსულენოვანი სტუდენტების გარდა საგანმანათლებლო მომსახურებას უწევს უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეებსაც.

სახელი ფაიამე ნურის უნივერსიტეტი - უმაღლესი განათლების 460 ცენტრი და სწავლების ყველა სფერო
ქვეყანა ირანი
ტიპიარაკომერციული
სტუდენტების საერთო რაოდენობა344000
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა3000
კონტაქტები02123320000
ვებგვერდიhttp://www.pnu.ac.ir/portal/home/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: