წარმომადგენლობა
სურეს უნივერსიტეტი და მისი ადგილი ირანის სახელოვნებო წრეებში

სურეს უნივერსიტეტი და მისი ადგილი ირანის სახელოვნებო წრეებში

სურეს უნივერსიტეტი და მისი ადგილი ირანის სახელოვნებო წრეებში

ისლამური რევოლუციის ხელოვნების ცენტრი, როგორც ისლამური პროპაგანდის ორგანიზაციის შვილობილი ინსტიტუტი, მხარს უჭერს ირანში ჩატარებულ სხვადასხვა მხატვრულ და კულტურულ ღონისძიებებს. თავისი ვალდებულებების შესაბამისად, ამ ცენტრმა 1993 წელს დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია -"სურეს უმაღლესი სასწავლებელი". ამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვადასხვა ფაკულტეტის შენობები მდებარეობს ქალაქ თეირანის ცენტრალურ უბნებში. სურეს უნივერსიტეტი ქმნის პროდუქტს ისლამური მხატვრული და კულტურული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები ასწავლიან სურეს უნივერსიტეტში. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა  უნივერსიტეტის პოპულარობა არა მხოლოდ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს შორის, არამედ ფართო საზოგადოებაშიც. უნივერსიტეტი სახელოვნებო უმაღლესი განათლების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საგანმანათლებლო ცენტრად მიიჩნევა.

 

უნივერსიტეტის ისტორია

დაარსების შემდეგ ორი წლის განმავლობაში, სურეს სასწავლო დაწესებულებას სტუდენტების  თავისუფალი მიღება ჰქონდა გამოცხადებული. 1995 წლიდან კი დაიწყო სტუდენტების მიღება ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ამ წლებში სასწავლებელში 11 სასწავლო მიმართულება იყო აქტიური. იმისდა მიუხედავად, რომ 1997 წ.-მდე სურეს სასწავლო დაწესებულება გასცემდა სტუდენტებისთვის ეკვივალენტური ხარისხის  დიპლომს, ამავე წლიდან სურეს სასწავლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ხარისხი აღიარებული იქნა ირანის ოფიციალური ინსტიტუტების მიერ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო აკადემიური პროგრამების განვითარებისთვის

2011 წელს, საგანმანათლებლო საქმიანობის გაფართოების შემდეგ, სურეს სასწავლო დაწესებულება უნივერსიტეტად გადაკეთდა და მას შემდეგ ცნობილია როგორც „სურეს უნივერსიტეტი“. ამ უნივერსიტეტში საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პირველი სადოქტორო პროგრამის განხორციელება, სურეს უნივერსიტეტის ბოლო წლების ყველაზე სერიოზულ მიღწევად ითვლება.

ხელოვნების სხვადასხვა დარგის სტუდენტებისთვის ყველა აუცილებელი პირობების არსებობამ, სურს უნივერსიტეტი ირანის ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეულ უნივერსიტეტად აქცია. ამჟამად (2023) უნივერსიტეტში 4500 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში არის სამი ფაკულტეტი; სწავლა ხორციელდება სამ საფეხურზე: დოქტორანტურა (სამი საგანმანათლებლო პროგრამა), მაგისტრატურა (21 საგანმანათლებლო პროგრამა), ბაკალავრიატი (18 საგანმანათლებლო პროგრამა):

1, არქიტექტურა და ქალაქგეგმარება. სურეს უმაღლესი სასწავლებლის დაარსების დღიდან, დაარსდა არქიტექტურის ფაკულტეტი. დაარსებისთანავე არქიტექტურის ფაკულტეტმა მიზნად დაისახა ეპასუხა ირანული საზოგადოების საჭიროებებზე, არქიტექტურაში კულტურული და ისლამური კომპონენტების და ირანული ისლამური არქიტექტურის გამოყენებით და გათვალისწინებით. ამჟამად არქიტექტურის ფაკულტეტზე გაერთიანებულია ოთხი მიმართულება: არქიტექტურა და ინჟინერია,  ისლამური არქიტექტურა, ურბანისტიკა და ინტერიერის დიზაინი. ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია დაახლოებით 400 ათასი ნაბეჭდი და ელექტრონული წიგნი,  ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სპეციალიზებულ ბიბლიოთეკად მიიჩნევა ირანში.

2, ხელოვნების ფაკულტეტი: ამ ფაკულტეტმა დაარსდა 2001 წელა და ამჟამად უნივერსიტეტის დიდი ფაკულტეტია და 11 მიმართულებას აერთიანებს: ანიმაცია, კინო,  ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრი, ფოტოგრაფია, გრაფიკა, ხელნაკეთობა და ისლამური ხელოვნება, დრამატურგია, სახვითი ხელოვნება, ილუსტრაცია და  ვიზუალური ეფექტები.

3, კულტურა და კომუნიკაცია: 2011 წელს კულტურის და კომუნიკაციების ფაკულტეტების გაერთიანების საფუძველზე, შეიქმნა "კულტურისა და კომუნიკაციების ფაკულტეტი". კულტურისა და მედიის სფეროში საზოგადოების საჭიროებებზე რეაგირება ამ ფაკულტეტის მთავარი მისიაა. ფაკულტეტზე ისწავლება სამი მიმართულება „წინააღმდეგობის ლიტერატურა“, „კომუნიკაცია და საზოგადოება“ და „კულტურის მენეჯმენტი“.

 

უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა

განათლების ხარისხის ამაღლებაში კვლევითი საქმიანობის  როლის გათვალისწინებით, სურეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კვლევითი საქმიანობის გაზრდა. სამეცნიერო ჟურნალი "ხელოვნების გზამკვლევი" სამ თემატურ ნომრად - "ვიზუალური ხელოვნება", "სასცენო ხელოვნება" და "ინდუსტრიული ხელოვნება", ასევე სამეცნიერო ჟურნალი "ისლამური ხელოვნების სიბრძნის გზამკვლევი", სურეს უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია.

სამრეწველო ურთიერთობების განყოფილება, სურეს უნივერსიტეტის კვლევითი დეპარტამენტის ფარგლებში ფუნქციონირებს. ეს განყოფილება აქტიურად არის ჩართული კვლევითი ხელშეკრულებების, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებაში, მცირე ბიზნესთან დაკავშირებული კვლევითი პროექტების მხარდაჭერასა და დიდი პროექტების მართვის საქმეში.

 

სახელი სურეს უნივერსიტეტი და მისი ადგილი ირანის სახელოვნებო წრეებში
ქვეყანა ირანი
ტიპიარაკომერციული
სტუდენტების საერთო რაოდენობა4500
კონტაქტები02166354245
ვებგვერდიhttps://www.soore.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: