მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტი, განათლებისა და კვლევის თანაარსებობა აკადემიურ სივრცეში
„აკადემიური ჯიჰადი“ ირანის საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ეწევა კულტურულ, კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას. მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობით.უნივერსიტეტის მთავარი ამოცანაა, ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად საჭირო სპეციალიზებული ძალების მომზადება.
მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტის ისტორია და საგანმანათლებლო საქმიანობა
განათლების, კულტურისა და კვლევის აკადემიური საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "აკადემიური ჯიჰადი", 1993 წელს დაარსდა. მომდევნო წლებში, ორგანიზაციამ თავისი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის გაფართოებით მოახერხა საუნივერსიტეტო სივრცედ ჩამოყალიბება.
ამჟამად (2023) უნივერსიტეტი ექვს ფაკულტეტს მოიცავს: იურიდიულ, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის, ხელოვნებისა და არქიტექტურის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ტურიზმის და ბიოლოგიური მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტებს. უნივერსიტეტის 800-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი, მათგან 120 უნივერსიტეტის სრული პროფესორი, 91 აკადემიური პროგრამის (დოქტორანტურის 6 აკადემიური პროგრამა, მაგისტრატურის 53 აკადემიური პროგრამა და ბაკალავრიატის 32 აკადემიური პროგრამა) დაახლოებით 9 ათას სტუდენტს ცოდნის დაუფლებაში უწყობს ხელს.
ამ უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ სტუდენტურ სამეცნიერო ოლიმპიადებზე მიღწეული უმაღლესი შედეგები, განათლებისა და სამეცნიერო საქმიანობის მაღალი დონის მაჩვენებელია. ჩარიცხვის შემდეგ, უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობებით, რომლებიც ხელმისაწვდომია მეცნიერების და ტექნოლოგიებისა და კულტურული მრეწველობის ეროვნულ პარკში, ბიზნესის განვითარების ფონდში და მეცნიერებისა და კულტურული ტურიზმის მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ამ ცენტრების მონახულება, სტუდენტებს იდეებს სწრაფი რეალიზების საშუალებას აძლევს.
მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტის სამეცნიერო- სამეწარმეო საქმიანობა
განათლების, კულტურისა და კვლევის აკადემიური ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 21 კვლევითი ინსტიტუტისა და ექვსი სამეცნიერო ცენტრის საქმიანობამ, მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტს კვლევების განხორციელების უნიკალური შესაძლებლობები მისცა, ასე რომ ამ ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთობა შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერების და კულტურის უნივერსიტეტის განსაკუთრებულ უპირატესობად. უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობა ამ ცენტრებთან მისი საგანმანათლებლო სტანდარტების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორია.
"მეცნიერებების და მსუბუქი ტექნოლოგიების და კულტურული ინდუსტრიების ეროვნული პარკის" სახით, მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტი ირანის ერთადერთი სპეციალიზებული პარკის მფლობელია კულტურის, ხელოვნებისა და ხელნაკეთობების სფეროში. მხატვრული დიზაინი, მოდა და ტანსაცმელი, ხალხური ხელოვნება და ხელნაკეთობები და ტურიზმი - ეს ის სფეროებია, რომლებსაც ამ სპეციალიზებულ პარკში იკვლევენ. „ტურიზმის მდგრადი განვითარების ინსტიტუტი“ ასევე აქტიურია ამ სფეროში, როგორც პირველი აკადემიური არასამთავრობო ორგანიზაცია.
უნივერსიტეტის ბიზნესის განვითარების ფონდი შეიქმნა მეწარმეობის პლატფორმისა და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ეს ფონდი, პროფესორებისა და სტუდენტების ჩართულობით, ხელს უწყობს იდეების გენერირების ცენტრების ფორმირებას და მათ კრეატიულ კომპანიებად გარდაქმნის პროცესს და საბოლოოდ ამ კომპანიებს დაკავშირებას მეცნიერებისა და რბილი ტექნოლოგიების და კულტურის ინდუსტრიების ეროვნულ პარკთან. ამ ფონდის მეთვალყურეობის ქვეშ ასევე ფუნქციონირებს ცენტრი სახელწოდებით "სპეციალიზებული სწავლება", რომელიც პასუხისმგებელია სტუდენტების მეწარმეობის ხელშეწყობაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სამუშაო ადგილის შექმნაზე.
მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობა
მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტი, აქტიური კვლევითი ინსტიტუტების წყალობით, აღიარებულია ირანის ერთ-ერთ ინოვაციურ უნივერსიტეტად. 2022 წელს ამ უნივერსიტეტს ზედიზედ მესამეჯერ მიენიჭა ირანის ინოვაციური უნივერსიტეტის წოდება.
მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტს ფართო კავშირი აქვს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და კვლევით ცენტრებთან. ამ კავშირებმა განაპირობა ერთობლივი სასწავლო კურსების და სხვადასხვა სამეცნიერო შეხვედრების გამართვა. იმ უნივერსიტეტებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და აქტიური სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობა აქვთ მასთან, შეიძლება დავასახელოთ UPM და USM უნივერსიტეტები მალაიზიაში, უორვიკის და შეფილდის უნივერსიტეტები დიდ ბრიტანეთში, მალარდალენის უნივერსიტეტი შვედეთში, IMC ავსტრიაში, EUA სომხეთში, MODUL ავსტრიაში და UCW უნივერსიტეტი კანადაში. ამ შეთანხმებების საფუძველზე გამორჩეულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამებში.
2023 წელს უნივერსიტეტის საერთაშორისო კოლეჯში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის 93 არაირანელი სტუდენტი სწავლობდა. ამ კოლეჯში სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო კურსების სახით. უნივერსიტეტის ოფიციალური პირების განცხადებით, მომდევნო წლებში მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტში არაირანელი სტუდენტების მიღების შესაძლებლობების გაზრდისათვის, დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
სახელი | მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტი, განათლებისა და კვლევის თანაარსებობა აკადემიურ სივრცეში |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | არაკომერციული |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 9000 |
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა | 93 |
კონტაქტები | 02144238171 |
ვებგვერდი | http://usc.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: