წარმომადგენლობა
მაზანდარანის უნივერსიტეტი

მაზანდარანის უნივერსიტეტი

მაზანდარანის უნივერსიტეტი

მაზანდარანის ისტორიული ოლქი და პროვინციაა ირანის კასპიისპირა რეგიონში. შესაფერისმა ეკოლოგიურმა პირობებმა, სასიამოვნო და ზომიერმა სუბტროპიკულმა კლიმატმა, ულამაზესმა ბუნებრივმა პეიზაჟებმა და თეირანთან სიახლოვემ პროვინცია ირანის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად აქცია. თუმცა, ამ პროვინციის არა მხოლოდ ბუნება და ტურისტული ღირსშესანიშნაობებია შთამბეჭდავი, არამედ მისი უმაღლესი განათლების ცენტრებიც ირანის წამყვან უნივერსიტეტებს შორისაა. მაზანდარანის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ულამაზეს ქალაქ ბაბოლსარში, ამ პროვინციის უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქტიური ცენტრია.

 

მაზანდარანის უნივერსიტეტის ისტორია

1970 წელს, ბაბოლსარში, ჰარვარდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაარსდა უმაღლესი განათლების ცენტრი სახელწოდებით „ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა“. ამ ცენტრის დაარსების მიზანი იყო სპეციალისტების გადამზადება „ეკონომიკის“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების“, „სოციალური ეკონომიკის“ და „შრომის სამართლის“ მიმართულებებში. ბაბოლსარის ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა არაკომერციული დაწესებულება იყო და მდებარეობდა იმ ადგილას, სადაც დღეს მაზანდარანის უნივერსიტეტის მთავარი შენობაა განთავსებული.

სასწავლებელმა თავისი საქმიანობის პირველ სასწავლო წელს ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებაზე 300 სტუდენტი მიიღო. მომდევნო სასწავლო წელს ბაბოლსარის ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის შესაძლებლობები გაორმაგდა და რამდენიმე წელიწადში ის ჩრდილოეთ ირანის უმაღლესი განათლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრად იქცა.

ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ (1979წ.) ბაბოლსარის ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა გაერთიანდა რამდენიმე სხვა სასწავლებელთან (სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა უმაღლესი სასწავლებელი, გორგანის სასოფლო-სამეურნეო საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ბაბოლის ნუშირვანის ტექნიკურ-პედაგოგიური ცენტრი და ბაბოლსარის უმაღლესი განათლების ცენტრი), რომლებიც ასევე  და შექმნეს "მაზანდარანის უნივერსიტეტი".

მოგვიანებით, მაზანდარანის უნივერსიტეტს გამოეყო მედიცინის, სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების, ტექნიკური და საინჟინრო ფაკულტეტები და ჩამოყალიბდნენ ცალკე დამოუკიდებელ უნივერსიტეტებად.

 

მაზანდარანის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა

ამჟამად მაზანდარანის უნივერსიტეტში 13 ფაკულტეტია:

  1. ქიმიის ფაკულტეტი
  2. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
  3. მათემატიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  4. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  5. სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  6. ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტი
  7. მართვისა და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  8. თეოლოგიის ფაკულტეტი
  9. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი
  10. ლიტერატურისა და უცხო ენების ფაკულტეტი
  11. ტექნიკური და საინჟინრო ფაკულტეტი
  12. საზღვაო და გარემოსდაცვითი მეცნიერებათა ფაკულტეტი
  13. კულტურული მემკვიდრეობის, ტურიზმის და ხელნაკეთობების ფაკულტეტი (მდებარეობს ქალაქ ნოუშჰარში).

საერთო ჯამში, 13 ფაკულტეტზე 400-ზე მეტი ფაკულტეტის წევრია; ისწავლება 250-ზე მეტი მიმართულება, მათ შორის 55-მდე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა , 130-ზე მეტი მაგისტრატურის და 70-ზე მეტი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა.

მაზანდარანის უნივერსიტეტის საქმიანობის განმავლობაში უნივერსიტეტის მკვლევრების ავტორობით დაწერილია 500-ზე მეტი წიგნი. უნივერსიტეტი ასევე გამოსცემს 25 სამეცნიერო ჟურნალს, საიდანაც 12 არის სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი, ხოლო 13 სამეცნიერო-რეცენზირებული ჟურნალი.

 

მაზანდარანის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსი და საქმიანობა

მაზანდარანის უნივერსიტეტის მკვლევარები ძალიან აქტიურად აქვეყნებენ სტატიებს უცხოურ ჟურნალებში, 2021-2022 წლებში მათ გამოაქვეყნეს 1063 და 1127 კვლევითი ნაშრომი საერთაშორისო ჟურნალებში.

მაზანდარანის უნივერსიტეტმა 27-ე ადგილი დაიკავა ირანის უნივერსიტეტებს შორის 2022 წელს გამოქვეყნებულ ISC რეიტინგში. მაზანდარანის უნივერსიტეტის გლობალურ და აზიურ რეიტინგებში იკავებდა1801-2000 და 701-823 პოზიციებს.

საერთაშორისო აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობა დიდი ხნის განმავლობაში მაზანდარანის უნივერსიტეტის ყურადღების ცენტრშია; სამი ათეული წლის წინ მაზანდარანის უნივერსიტეტმა დააარსა კასპიის ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტების გაერთიანება, რომლის წევრების რაოდენობა დღეს 55-ს შეადგენს.

მაზანდარანის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. 2023 წელს აქ 500-მდე არაირანელი სტუდენტი სწავლობდა, რაც უნივერსიტეტის სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის ოთხ პროცენტზე მეტს შეადგენს. ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი მართვისა და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – საზღვაო და გარემოსდაცვით მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს.

მაზანდარანის უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადების თანახმად, უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებით,  უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მოზიდვის კუთხით  მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

სახელი მაზანდარანის უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა18000
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა500
კონტაქტები01135303000
ვებგვერდიhttps://www.umz.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: