ლურისტანის უნივერსიტეტი
ლურისტანი მთიანი პროვინციაა და კლიმატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. „ლურისტანის უნივერსიტეტი“ უდიდესი უმაღლესი განათლების უდიდესი ცენტრი ამ პროვინციაში, სადაც დაახლოებით 9 ათასი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის ცენტრალური კამპუსი მდებარეობს პროვინციის დედაქალაქში ქალაქ ხორამაბადში. ლურისტანის უნივერსიტეტს აქვს მასთან აფილირებული ოთხი აკადემიური ცენტრი პროვინციის სხვადასხვა ქალაქში.
ლურისტანის უნივერსიტეტის ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ ლურისტანის უნივერსიტეტმა როგორც დამოუკიდებელმა ერთეულმა თავისი საქმიანობა 1993 წელს დაიწყო, მისი ისტორია სათავეს 1964 წლიდან იღებს, როდესაც საქმიანობა დაიწყო როგორც აჰვაზის ჯონდიშაპურის უნივერსიტეტის ჩრდილოეთ ფილიალმა (ახლანდელი შაჰიდ ჩამრანის უნივერსიტეტი), სადაც თავდაპირველად 100 სტუდენტი ჩაირიცხა ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის და ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე.
1979 წელს, ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, ეს ცენტრი გამოეყო შაჰიდ ჩამრანის უნივერსიტეტს და დამოუკიდებლად განაგრძო საქმიანობა, როგორც „ლურისტანის უმაღლესი განათლების ინსტიტუტმა“. მომდევნო წლებში შემოთავაზებული იქნა ზოგადსაგანმანათლებლო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ლურისტანის პროვინციაში და საბოლოოდ, 1993 წელს, ლურისტანის უმაღლესი განათლების ინსტიტუტის სტატუსის ამაღლდა და უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.
ფაკულტეტები და კვლევითი ცენტრები
ამჟამად ლურისტანის უნივერსიტეტს აქვს შემდეგი ფაკულტეტი:
- ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტი: სამი მიმართულება - „სატყეო მეურნეობა“, „საძოვრები და წყლის რესურსების ინჟინერია“ და „მეთევზეობა და გარემოსდაცვითი მეცნიერება და ინჟინერია“
- ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ამ ფაკულტეტს დაახლოებით ორი ათასი სტუდენტი სწავლობს; პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა სრულ განაკვეთზე 80 აღემატება. ფაკულტეტზე არის 10 საგანმანათლებლო პროგრამა.
- აგრარული ფაკულტეტი: დაარსდა უნივერსიტეტის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ; ამ ფაკულტეტზე 8 სასწავლო მიმართულებაა.
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: ამ ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საფეხურზე ისწავლება 11 დისციპლინა, მაგისტრატურის საფეხუზე 24 დისციპლინა, დოქტორანტურის საფეხურზე კი 16 დისციპლინა. ფაკულტეტზე 78 აკადემიური წევრია.
- საინჟინრო ფაკულტეტი: დაარსდა 2003 წელს; ფაკულტეტზე შვიდი საგანმანათლებლო პროგრამაა.
- ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი: „ბიზნესის მენეჯმენტი“ და „ბიზნესის ეკონომიკა“ ამ ფაკულტეტის პირველი სასწავლო პროგრამები იყო. მოგვიანებით დაემატა "ბუღალტრული აღრიცხვის" სასწავლო პროგრამა; ლურისტანის უნივერსიტეტი იქცა დასავლეთ ირანის უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრად მენეჯმენტისა და ეკონომიკის სფეროში.
- სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი: ლურისტანის პროვინციაში მეცხოველეობის განვითარების და სპეციალისტებზე მოთხოვნის გაზრდის შედეგად, 1993 წელს უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტმა. ამჟამად ამ ფაკულტეტზე რვა საგანმანათლებლო მიმართულება მუშაობს.
- ქიმიის ფაკულტეტი: ამ ფაკულტეტის ისტორია იწყება 1977 წლიდან, როდესაც ფაკულტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო ლურისტანის უმაღლესი განათლების ინსტიტუტის ოთხი საგანმანათლებლო ჯგუფიდან ერთ-ერთმა. 2022 წელს ქიმიის სასწავლო მიმართულება გამოეყო ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს და ცალკე ფაკულტეტად ჩამოყალიბდა.
ლურისტანის უნივერსიტეტთან აფილირებული უმაღლესი განათლების ოთხი ცენტრი:
ქუჰდაშთი: ისწავლება მათემატიკა და გამოყენებითი მეცნიერებები.
ალეშტარი: უმაღლესი განათლების ცენტრი გოგონებისთვის, ასწავლის და ამზადებს 500 სტუდენტს "კომპიუტერული ინჟინერიის", "მათემატიკისა და გამოყენებითი მეცნიერებების", "ბიზნესის მენეჯმენტის", "საწარმოო და ოპერაციული მენეჯმენტის" და "გეოგრაფიის" სპეციალობებში.
ფოლდოხთარი: ამ ცენტრმა მუშაობა 2012 წელს დაიწყო „კომპიუტერული ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის და სოფლის მეურნეობის ინჟინერიის სწავლებით მცენარეთა მედიცინისა და მებაღეობის მეცნიერების ორ დარგში. მოგვიანებით დაემატა რამდენიმე ახალი სასწავლო პროგრამა: სოფლის მეურნეობის ინჟინერია, ფსიქოლოგია, ბუღალტერია, ინგლისური ენა და სპორტი.
ნურაბადი: უმაღლესი განათლების ცენტრი ბიჭებისთვის, რომელიც სთავაზობს კურსებს ფსიქოლოგიის, საჯარო მმართველობისა და ბუღალტერიის სამ დარგში დაახლოებით 220 სტუდენტს.
ლურისტანის უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობა
ლურისტანის უნივერსიტეტმა 2023 წელს 200-მდე უცხოელ სტუდენტს უმასპინძლა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების გზით , სამომავლოდ უნივერსიტეტი გეგმავს უცხოელი სტუდენტების რაოდენობის გაზრდას. უნივერსიტეტის „სამეცნიერო და საერთაშორისო თანამშრომლობის“ დეპარტამენტს ევალება უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მართვა. გარდა უცხოურ საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაფართოებისა, ეს დეპარტამენტი ასევე აწყობს შეხვედრებს და იწვევს უცხოელ მეცნიერებსა და პროფესორებს ლურისტანის უნივერსიტეტში.
სახელი | ლურისტანის უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 9000 |
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა | 200 |
კონტაქტები | 06633120106 |
ვებგვერდი | https://www.lu.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: