იასუჯის უნივერსიტეტი
ირანის ქოჰგილუიე და ბუიერაჰმადის პროვინციის მთლიანი ტერიტორიის 56% ტყეებითაა დაფარული და ამ პროვინციას ნიადაგისა და ტყის კვლევისთვის შესაფერის ადგილად აქცევს. ამ პროვინციის დედაქალაქში მდებარე იასუჯის უნივერსიტეტი ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვლევით ცენტრად ამ სფეროებში.
იასუჯის უნივერსიტეტის ისტორია
უნივერსიტეტის ისტორია 1983 წელს იწყება, როდესაც დაარსდა იასუჯის ტექნიკური კოლეჯი, როგორც შირაზის უნივერსიტეტის ერთ-ერთი საგანმანათლებლო ცენტრი. იასუჯის ტექნიკური კოლეჯში თავდაპირველად ორი საგანმანათლებლო პროგრამა ამუშავდა: "სოფლის განვითარება" და "შედუღების მექანიკა". სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების სკოლების დაარსებით, იასუჯის კოლეჯმა სტატუსი „უმაღლესი განათლების ინსტიტუტამდე" აიმაღლა. 1995 წელს, ახალი სასწავლო პროგრამების -„საქალაქო ინჟინერია“ და „მექანიკური ინჟინერია“ დამატების შემდეგ, იასუჯის ინსტიტუტს, უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და დაიწყო საქმიანობა, როგორც უმაღლესი განათლების დამოუკიდებელმა ცენტრმა.
იასუჯის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა
ამჟამად, 4700-ზე მეტი ბაკალავრიატის და 1600 მაგისტრატურის სტუდენტი იღებს უმაღლეს განათლებას იასუჯის უნივერსიტეტში შემდეგ ექვს ფაკულტეტზე:
1 - სამთო მრეწველობისა ფაკულტეტი: ეს ფაკულტეტი მდებარეობს ქალაქ ჩერამში. დაარსება 2012 წელს. ისწავლება ორი მიმართულება: "სოფლის განვითარების" და "მექანიკა".
2 - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ეს ფაკულტეტი დაარსდა 2004 წელს, ორი მიმართულებით: ინგლისური ენა და სპარსული ლიტერატურა. ფაკულტეტზე თანდათან გაიხსნა სხვა მიმართულებები, როგორიცაა სოციოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, ისტორია, თეოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და პედაგოგიკა, ეკონომიკა და გეოგრაფია. ფაკულტეტზე 65 აკადემიური პესონალი და 2000ზე მეტი სტუდენტია.
3 - საინჟინრო ფაკულტეტი: ეს ფაკულტეტის იასუჯის უნივერსიტეტის პირველი და ყველაზე ძველი ფაკულტეტია.
4 - სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტი: შეიქმნა 1986 წელს. თავდაპირველად ამ ფაკულტეტზე ისწავლებოდა ორი მიმართულება „მეფრინველეობა“ და „მცენარეული წარმოება“. უნივერსიტეტის განვითარებასთან ერთად შეიქმნა ახალი სასწავლო მიმართულებები: "სასოფლო-სამეურნეო ინჟინერია და მეფრინველეობა", "სასოფლო-სამეურნეო ინჟინერია და მცენარეთა კულტივაცია", "კულტივაცია", "მცენარეთა დაცვა", "სატყეო მეურნეობა, საძოვრები და წყლის მეურნეობა", "სასოფლო-სამეურნეო ენტომოლოგია", "მცენარეთა პათოლოგია", "ნიადაგმცოდნეობა", " სოფლის განვითარება, „მეცხოველეობის გაუმჯობესება“ და „თესლის ტექნოლოგია“.
5 - ნავთობისა და გაზის ფაკულტეტი: მდებარეობს ქალაქ გაჩსარანში, ქალაქი, სადაც ნავთობი პირველად იქნა მოპოვებული ირანში 1908 წელს. პოლიმერული ინჟინერია, გამოყენებითი ქიმია და შედუღების მექანიკა ის დარგებია, რომლებიც ამჟამად ამ ფაკულტეტზე ისწავლება. ნავთობსამრეწველო ინდუსტრიის სიახლოვე, კარგ შესაძლებლობად ითვლება სტუდენტებისთვის.
6 - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: ამ ფაკულტეტმა თავისი საქმიანობა 1955 წელს დაიწყო ქიმიის, ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით; თანდათან დაემატა ბიოლოგიის, სტატისტიკის და ფიტოქიმიის მიმართულებებიც. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამჟამად 63 აკადემიური პერსონალია.
უნივერსიტეტის 250-ზე პროფესორ-მასწავლებელი დიდ დაეხმარებას უწევს ამ აკადემიურ ცენტრში განათლებისა და კვლევის დონის ამაღლებას. "ბუნებრივი რესურსები", "სამკურნალო მცენარეები" და "მშობლიური სოციალური და ლინგვისტური კვლევების ცენტრი" ამ უნივერსიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრებია.
უნივერსიტეტის საქმიანობის პირველივე დღეებიდან მოყოლებული დღემდე გამოიცა 5100-ზე საერთაშორისო ციტირებადი კვლევითი ნაშრომი; უნივერსიტეტის მკვლევართა კვლევითი საქმიანობის შედეგია 15-ზე მეტი საერთაშორისო გამოგონება. იასუჯის უნივერსიტეტმა ასევე გამოსცემს რვა სამეცნიერო ჟურნალს ენერგეტიკის, მცენარეთა დაავადებების, ბოტანიკის და მისი გამოყენების და მწვანე პოლიმერების შესახებ, რომელთაგან ხუთი იბეჭდება სპარსულ, ხოლო სამი ინგლისურენაზე.
იასუჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობა და პოზიცია
იასუჯის უნივერსიტეტი ითვლება ირანის ერთ-ერთ მზარდ უნივერსიტეტად. 2023 წელს გამოქვეყნებულ Times Institute-ის შეფასებაში ეს უნივერსიტეტი ირანის უნივერსიტეტებს შორის 30-ე ადგილზე იყო. იასუჯის უნივერსიტეტმა ახლახანს მიიღო საერთაშორისო საქმიანობის ლიცენზია და იგეგმება უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მოზიდვა.
სახელი | იასუჯის უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 6000 |
კონტაქტები | 0743100 |
ვებგვერდი | http://yu.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: