წარმომადგენლობა
გილანის უნივერსიტეტი

გილანის უნივერსიტეტი

გილანის უნივერსიტეტი

გილანის პროვინცია, ირანის 31 პროვინციიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ირანის ჩრდილოეთით, აქვს გასასვლელი კასპიის ზღვაზე. ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, გილანის პროვინცია მდიდარია ტყის მასივებით და ნაყოფიერი ნიადაგით სოფლის მეურნეობისთვის. გილანი ყოველთვის ითვლებოდა ირანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონად სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. გილანის უნივერსიტეტი განიხილება როგორც უმაღლესი განათლების მთავარი ცენტრი ამ პროვინციაში და არის ირანის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი სოფლის მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიების საქმიანობის სფეროში.

 

გილანის უნივერსიტეტის ისტორია

გილანის უნივერსიტეტის დაარსდა 1974 წელს, როდესაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ირანისა და დასავლეთ გერმანიის მთავრობებს შორის, უმაღლესი განათლების ცენტრის დაარსების შესახებ. გილანის უნივერსიტეტის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, პროვინციის უმაღლესი განათლების ორი ცენტრი, კერძოდ, რეშთის ბიზნეს სკოლა და ლაჰიჯანის მენეჯმენტის სკოლა, რომლებიც გილანის უნივერსიტეტის დაარსებამდე ექვსი წლით გაიხსნა, უმაღლესი განათლების პროცესები უფრო თანმიმდევრულად წარმართვის მიზნით გაერთიანდა გილანის უნივერსიტეტთან.

1979 წელს ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ გილანის უნივერსიტეტის საქმიანობა გერმანიასთან თანამშრომლობის გარეშე გაგრძელდა. უნივერსიტეტს ჰქონდა რვა სასწავლო მიმართულება, სწავლობდა 500 სტუდენტი. ირანში უმაღლესი განათლების განვითარებასთან ერთად, გილანის უნივერსიტეტში დაარსდა "ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა", "ტექნოლოგიების", "სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა", "ჰუმანიტარულ მეცნიერებათა" და "მედიცინის" ფაკულტეტები.

 

გილანის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა

ამჟამად გილანის უნივერსიტეტში არის უმაღლესი განათლების 137 დარგი ბაკალავრიატის საფეხურზე, 253 სამაგისტრო საფეხურზე და 154 დარგი დოქტორანტურის საფეხურზე.  უნივერსიტეტს 10 ფაკულტეტი აქვს:

  1. აგრონომიის ფაკულტეტი
  2. ხელოვნებისა და არქიტექტურის
  3. საინჟინრო ფაკულტეტი
  4. აღმოსავლეთ გილანის ტექნიკური და საინჟინრო ფაკულტეტი
  5. ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  6. მათემატიკური მეცნიერებათა ფაკულტეტი
  7. მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი
  8. ბუნებრივი რესურსების მართვის ფაკულტეტი
  9. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფაკულტეტი
  10. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე 600 აკადემიური წევრია; სწავლობს 18 000 სტუდენტი. გილანის უნივერსიტეტი ჩრდილოეთ ირანის უმაღლესი განათლების უდიდეს ცენტრად ითვლება.

გილანის უნივერსიტეტში ორი კვლევითი ინსტიტუტია:

გილანოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი

კვლევითი ინსტიტუტი შეიქმნა გილანის პროვინციის კულტურისა და კლიმატის და მისი ბუნებრივი რესურსების კვლევის მიზნით. მდგრადი განვითარება და ძლიერი საზოგადოების შექმნა ამ კვლევითი ცენტრის სხვა მიზნებია. ინსტიტუტი დაარსდა  2014 წელს.

კასპიის ზღვის აუზის კვლევითი ინსტიტუტი

გილანის პროვინციის სიახლოვე კასპიის ზღვასთან, მსოფლიოს უდიდეს გაუდინარ წყალსატევთან, რომლის ფართობი დაახლოებით 390 ათასი კვადრატული კილომეტრია და წყლის მოცულობა თითქმის 78 ათასი კუბური კილომეტრი, მნიშვნელოვნად ზრდის კასპიის ზღვის აუზის კვლევის მნიშვნელობას. გილანისა და კასპიის ზღვის სხვა მოსაზღვრე რეგიონების მაცხოვრებლების ცხოვრება დიდწილად დაკავშირებულია ამ ზღვასთან და მისი კვლევა და უკეთ გაცნობა დიდწილად გააუმჯობესებს ამ ხალხის  ცხოვრების ხარისხს. აქედან გამომდინარე, 2005 წელს დაარსდა სამი ლაბორატორია "მდინარე და ზღვის ინჟინერია", "ზღვის ბიოლოგია" და "წყალი და კანალიზაცია" და მუშაობს სამი კვლევითი ჯგუფი "საზღვაო მეცნიერებები", "საზღვაო ინდუსტრიები" და "წყალი და გარემო", რათა შესაძლებელი გახადოს კასპიის ზღვის აუზის ხალხების ყველაზე ეფექტური ურთიერთქმედება.

 

გილანის უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობა და პოზიცია

გილანის უნივერსიტეტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს კასპიის აუზის ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების წევრებთან. უნივერსიტეტს ასევე გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ევროკავშირის ზოგიერთ უნივერსიტეტთან.

გილანის უნივერსიტეტი დასახელდა ირანის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის თაიმსის, ლეიდენის და შანხაის მსოფლიო რეიტინგული სისტემის თანახმად. 2023 წელს გამოქვეყნებულ შანხაის რეიტინგში, გილანის უნივერსიტეტი 301-400 პოზიციას იკავებდა მანქანათმშენებლობის დარგში. უფრო მეტიც, 2021 წელს გამოქვეყნებულ ISC-ის რეიტინგში ეს უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო, როგორც ირანის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი სოფლის მეურნეობის მეცნიერებების დარგში, პოზიციით 501-600.

გილანის უნივერსიტეტი ყოველწლიურად აცხადებს მიღებას უცხოელი სტუდენტებისთვის. 2023-2024 აკადემიურ წელს ამ უნივერსიტეტში 300-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს და ოფიციალური ინფორმაციის თქმით, მომდევნო წლებში იგეგმება უცხოელი სტუდენტების რაოდენობის გაზრდა.

სახელი გილანის უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი301
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა18000
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა300
კონტაქტები01333690274
ვებგვერდიhttps://guilan.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: