შაჰნამეს ქართული თარგმანის პრეზენტაცია
სამშაბათს, 25 ივნის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა ფირდოუსის შაჰნამეს ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქართველი ირანისტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

შაჰნამეს მთარგმნელმა ქალბატონმა ბელა შალვაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ირანული ლიტერატურული შედევრის, შაჰნამეს ქართულად პოეტურად თარგმნის 35-წლიანი ძალისხმევის შესახებ.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ქვეყნის ელჩმა, ბატონმა მაჰმუდ ადიბმა უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა ბელა შალვაშვილის გაწეულ შრომას, რომელმაც თავი მიუძღვნა შაჰნამეს, ეპიკური ლიტერატურული ნაწარმოების თარგმნას და ირანელი და ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა მონაწილეობით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში შაჰნამეს კიდევ ერთი წარდგინების იდეა გააჟღერა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კულტურის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა შაჰნამეს მნიშვნელობას და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერას ამ ნაწარმოების გამოცემისა საქმეში და მადლობა გადაუხადა ქალბატონ ბელა შალვაშვილს გაწეული შრომისათვის.
შაჰნამეს ქართული თარგმანი გამოიცა 9 ტომად, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. წიგნი გამოიცა გამომცემლობა მერიდიანის მიერ, მანანა კვაჭაძის რედაქტორობით.