21 მაისი კულტურული მრავალფეროვნების, დიალოგისა და განვითარების მსოფლიო დღეა

  • დაწყების თარიღი : May 21 2022
  • დასრულების თარიღი : May 21 2022
21 მაისი კულტურული მრავალფეროვნების, დიალოგისა და განვითარების მსოფლიო დღეა

კულტურათა შორის ურთიერთგაგება და პატივისცემა, სოციალური ერთიანობის, ხალხთა შერიგებისა და ერებს შორის მშვიდობის აუცილებელი წინაპირობაა.

კულტურათა შორის ურთიერთგაგება და პატივისცემა,  სოციალური ერთიანობის, ხალხთა შერიგებისა და ერებს შორის მშვიდობის აუცილებელი წინაპირობაა.

კულტურა უნდა განიხილებოდეს, როგორც საზოგადოების ან სოციალური ჯგუფის მკაფიო ემოციური, ინტელექტუალური, მატერიალური და სულიერი მახასიათებლების ერთობლიობა. გარდა ხელოვნებისა და ლიტერატურისა, კულტურა მოიცავს ცხოვრების წესს, ერთად ცხოვრების წესს და რწმენას. კულტურები დროთა განმავლობაში და სხვადასხვა ადგილას განსხვავებულად ვითარდებოდა. ეს მრავალფეროვნება დაფუძნებულია ჯგუფებისა და ადამიანთა საზოგადოებების იდენტობათა ერთიანობასა და მრავალფეროვნებაში. როგორც ურთიერთგაცვლის, ინოვაციებისა და შემოქმედების რესურსი, კულტურული მრავალფეროვნება ისეთივე მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის, როგორც ბიომრავალფეროვნება ბუნებისთვის. ამრიგად, კულტურული მრავალფეროვნება კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაა და უნდა გაძლიერდეს დღევანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.

კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედება კულტურულ ტრადიციებშია დაფუძნებული და ვითარდება სხვა კულტურებთან კონტაქტში. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის ყველა ფორმის შენარჩუნება, მისი გავრცელება და მომავალ თაობებზე გადაცემა, როგორც ადამიანური გამოცდილების ისტორია და სურვილის გამოხატვის საშუალება, რადგან ეს ხელს უწყობს შემოქმედების განვითარებას მთელი მისი მრავალფეროვნებით და ასტიმულირებს ხალას და გულწრფელ დიალოგს კულტურებს შორის.

ირანი უძველესი, კულტურული მრავალფეროვნების მქონე ქვეყანაა. კულტურულ მრავალფეროვნებას ირანში, მთელი თავისი  ისტორიის მანძილზე, ზოგიერთი სხვა მრავალფეროვანი საზოგადოებისგან განსხვავებით, არ გამოუწვევია პოლიტიკური განხეთქილება და ეთნიკური კონფლიქტი, პირიქით,  ირანი მოწმეა მრავალფეროვანი საზოგადოების მშვიდობიანად თანაცხოვრების. ირანის ისტორიის გარკვეულ პერიოდებში, ეთნიკური ნიადაგზე წარმოქმნილი მოვლენები იყო არა ეთნიკური დაპირისპირება, არამედ ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იყო ქსენოფობიის და  ტირანიის და მმართველი კლასის არაკომპეტენტურობის წინააღმდეგ.

ირანული ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიანი თანაარსებობა სათავეს იღებს სემანტიკური სისტემაში და ყველა ირანელების საერთო რწმენაში, რომ ისინი ირანელები არიან, რაზეც  გავლენას ახდენს ორი ფაქტორი - მათი საერთო ისტორია და ისლამი - გამაერთიანებელი  რელიგია. ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა, რომ ირანელებს განესაზღვრათ თავიანთი იდენტობის სისტემა ისე, რომ არა მხოლოდ მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფები თანაარსებობდეს ერთმანეთთან, არამედ მათი ეთნიკური იდენტობა არ ეწინააღმდეგება მათ ეროვნულ იდენტობას.

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: