18 მაისი ჰაქიმ ომარ ხაიამის ხსენების დღეა

  • დაწყების თარიღი : May 18 2022
  • დასრულების თარიღი : May 18 2022
  • ადგილი : ნეიშაბური
18 მაისი ჰაქიმ ომარ ხაიამის ხსენების დღეა

ღიას-ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიმ-ე ნიშაბური, ირანელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი და პოეტი, დაიბადა ირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დიდ ისტორიულ რეგიონ ხორასანში, კერძოდ - ქალაქ ნიშაბურში.

ღიას-ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიმ-ე ნიშაბური, ირანელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი და პოეტი, დაიბადა ირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დიდ ისტორიულ რეგიონ ხორასანში, კერძოდ - ქალაქ  ნიშაბურში.  ხაიამს, დიდი მეცნიერული მიღწევების მიუხედავად, მსოფლიოში მეტად იცნობებ როგორც პოეტს, ცნობილი რობაიების ავტორს. მისი რობაიები თარგმნილია არაერთ ენაზე, მაგრამ, არნახული პოპულარობა ედუარდ ფიცჯერალდის მიერ ინგლისურად თარგმნილმა რობაიებმა მოუტანა. ხაიამმა გამოიყენა მოკლე, მარტივი სალექსო ფორმა რობაია- ოთხტაეპედი, დახვეწა იგი, აზრობრივად ტევადი გახადა, ჩადო მასში ღრმად ფილოსოფიური აზრი.

ომარ ხაიამი სელჩუკთა იმპერიის სულთნის მელიქ-შაჰის (1072-1092) ობსერვატორიას ხელმძღვანელობდა და კალენდრის შესწორების გეგმა მის მიერ იყო შემუშავებული. დღევანდელი მზის კალენდარი, ხაიამის და რიგი სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებული ასტრონომიული გამოთვლების შედეგად არის  შემუშავებული და მას ჯალალის კალენდარი ეწოდება.  კალენდარი ზედმიწევნით ზუსტია, დროთა გამავლობაში მინიმალური ცდომილებებით.

ხაიამი მშობლიურ ქალაქში გარდაიცვალა. მისი საფლავი ახლა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

 

როგორც ჩქარი ნიაღვარი, როგორც ქარი ველთა

გაქცეულან დღენი ჩვენი, რაღა დაგვრჩა ხელთა.

სანამ ვცოცხლობ, არ ვინაღვლი ორთა დღეთა გამო:

დღეთა ჯერეთ მოუსვლელთა და წარსულთა დღეთა!

(მაგალი თოდუას თარგმანი)



შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: