• May 15 2024 - 16:53
  • 48
  • სწავლის დრო : 2 minute(s)
სპარსული ენის განვითარების სტრატეგიების კვლევისა და აბულყასემ ფირდოუსის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი საღამო

სპარსული ენის განვითარების სტრატეგიების კვლევისა და აბულყასემ ფირდოუსის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი საღამო საქართველოში

2024 წლის 14 მაისს თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელშეწყობით გაიმართა ქართველი ირანისტი პროფესორ-მასწავლებლების სხდომა, რომელიც მიეძღვნა სპარსული ენის დაცვისა და აბულყასემ ფირდოუსის ხსოვნის დღის აღნიშვნას.

2024 წლის 14 მაისს (ჰიჯრით 1403 წლის 25 ორდიბეჰეშთს) თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელშეწყობით  გაიმართა ქართველი ირანისტი პროფესორ-მასწავლებლების სხდომა, რომელიც მიეძღვნა სპარსული ენის დაცვისა და აბულყასემ ფირდოუსის ხსოვნის დღის აღნიშვნას.

სხდომაზე მოხსენებით წარსდგა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი, რომელმაც თავის გამოსვლაში ისაუბრა სპარსული ენის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, რუსეთში, იტალიაში და  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, სადაც ძლიერი და აქტიური ირანისტიკის ცენტრებია.

მაჰმუდ ადიბმა ასევე ისაუბრა საქართველოში სპარსული ენის სწავლების ტრადიციის მნიშვნელობასა და ირანისტიკის კათედრის შესახებ და აღნიშნა, რომ სპარსული ენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი დაარსების დღიდან, 1918 წლიდან ისწავლება. მან დასძინა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ირანისტიკის ცენტრია საქართველოში. ირანის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ირანისტიკის დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ ამ ცენტრების გადარჩენა და მათი გაძლიერება ახალ და სტრუქტურულ განვითარებას მოითხოვს.

სხდომის მეორე ნაწილში, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში სპარსული ენის განვითარების სტრატეგიების კვლევას, ირანის ელჩმა ხაზი გაუსვა ირანსა და საქართველოს შორის ირანულ კულტურასა და კულტურულ გაცვლაზე ორიენტირებული არასამთავრობო ცენტრებისა და ორგანიზაციების შექმნის მნიშვნელობას და დასძინა: ასეთი ტიპის ორგანიზაცია შეიძლება გახდეს ძირითადი პლატფორმა კულტურული და სოციალური ღონისძიებებისთვის, ინტერდისციპლინური კვლევის, კონფერენციების გამართვის, სამეცნიერო ჟურნალების გამოქვეყნებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, მათ შორის ირანული ფილმებისა და სერიალების ჩვენების, გამოფენების გამართვის, სკოლებთან, ბიბლიოთეკებთან და კულტურულ დაწესებულებებთან თანამშრომლობისათვის. ჩვენ, როგორც საელჩო, ვაღიარებთ ასეთ ცენტრს და ვითანამშრომლებთ მათთან.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, მეჰდი საადათნეჟადი მიესალმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა საქართველოში სპარსული ენის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე; კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, ირანისტიკისა და სპარსული ენის კათედრების შენარჩუნებისა და გაძლიერების გზების ძიების საკითხში თანამშრომლობა სთხოვა ამ დარგში მოღვაწე სპეციალისტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

სხდომის მსვლელობისას, ირანის ისლამური რესპუბლიკის  ელჩმა ქალბატონ ბელა შალვაშვილს, შაჰნამეს ქართულ ენაზე მთარგმნელს, მადლობა გადაუხადა უდიდესი ღვაწლისთვის და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

სხდომაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე სიტყვით წარსდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ირანელი პროფესორი ბატონი ჰესაბი, რომელმაც ისაუბრა სპარსული ენის ისტორიასა და მის უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე, ენაზე, რომელზეც დაიწერა ისეთი ლიტერატურული შედევრი, როგორიცაა "შაჰნამე".

კონფერენციის მომხსენებლებს შორის იყვნენ პროფესორები ბატონი ალექსანდრე ჭულუხაძე და ქალბატონი თეა შურღაია, რომლებმაც ისაუბრეს ირანისტიკის მიმართულების  სტუდენტების რიცხვის შემცირების ფაქტორებსა და სპარსული ენის სწავლების განვითარების სტრატეგიებზე.

დღეისათვის სპარსული ენა და ირანისტიკა ისწავლება თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში და საქართველოს ოთხ უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ მრავალი მიზეზის გამო, შრომის ბაზრის სიმცირისა და სხვა ქვეყნების, მათ შორის თურქეთისა და არაბული ქვეყნების კონკურენციის გამო, სამწუხაროდ უნივერსიტეტებში სპარსული ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი მინიმუმამდეა შემცირებული.

Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

სურათები

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: