საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით გამოიცა ორენოვანი ჟურნალის „კალამის“ მე-17 ნო
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით გამოიცა ორენოვანი ჟურნალის „კალამის“ მე-17 ნომერი
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით გამოიცა ორენოვანი ჟურნალის „კალამის“ მე-17 ნომერი
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით გამოიცა ორენოვანი ჟურნალის „კალამის“ მე-17 ნომერი. ჟურნალის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ და ირანულ სამეცნიერო მიღწევებს ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში, კერძოდ კი ირანისტიკის სფეროში.
ჟურნალის ქართულ ნაწილში წარმოდგენილია მასალები: ინტერვიუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც.პროფესორთან, ფილოლოგიის დოქტორთან, თსუ-ის ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელთან ქალბატონ თეა შურღაიასთან; ნათია სვინტრაძე "ნიზამი და საქართველო"; ნიზამი განჯელი - ლირიკა, თარგმანი სპარსულიდან მაგალი თოდუასი; ავთანდილ ნიკოლეიშვილი "საქართველოში ჩამოსული პირველი ფერეიდნელი ათამა ონიკაშვილი და იმდროინდელი ქართველი საზოგადოება"; გიორგი სიფრაშვილი "ორი ეპიზოდი მოჰსენ მოსთოუფის „ზობდათ ათ-თავარიხიდან“ („რჩეულთა ისტორია“); რუბრიკა ახალი თარგმანები - ზოჰრე იაზდან ფანაჰ ყარეთაფე "თეთრი ყვავილები, მწვანე ტალღა", სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ; რუბრიკაში ირანის ქალაქები გაგაცნობთ ქალაქ ბუშეჰრს და მის ღირსშესანიშნაობებს; ასევე წარმოგიდგენთ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს ირანში. ჟურნალის სპარსულ ნაწილში წარმოდგენილია სტატიები: ესჰაყ თაყიანი "დღესასწაულები ნიზამი განჯელის პოეზიაში"; ბაჰრამ ამირაჰმადიანი "ნოვრუზის დღესასწაული"; ქალაქი მალაიერი და მისი ღირსშესანიშნაობები; ირანული ტრადიციული რეწვა-ხელოსნობა - მინანქარი.
დაწერეთ თქვენი კომენტარი.