• Jul 17 2023 - 23:50
  • 28
  • სწავლის დრო : 1 minute(s)

გამოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების კვარტალური ჟურნალის „კალამის“ ახალი 21-22 ნომერი

გამოვიდა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების კვარტალური ორენოვანი ჟურნალის "კალამის" ახალი, 21-22 ნომერი.

გამოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების კვარტალური ჟურნალის „კალამის“ ახალი 21-22 ნომერი

 

გამოვიდა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების კვარტალური ორენოვანი ჟურნალის "კალამის" ახალი, 21-22 ნომერი.

ჟურნალის ახალი ნომრის ქართულ ნაწილში  წარმოდგენილია შემდეგი მასალა: ინტერვიუ პროფესორ თეა ვარდოსანიძესთან - გზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების პრეზიდენტობამდე, ინტერვიუ მოამზადა ანი ლაზვიაშვილამა; ესპანეთის ირანისტიკის საზოგადოების (SEI) მეათე საერთაშორისო კონგრესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ირანის  ისლამური რესპუბლიკის წლის წიგნის საერთაშორისო პრემია პროფესორ ნანი გელოვანს გადაეცა; ნიზამი განჯელის დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისში; მარია დემეტრაძე - ლიტერატურული ჟურნალი „არმაღანი“; ირანული ახალი წლის - ნოვრუზის აღნიშვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ბელა შალვაშვილის მიერ შესრულებული „შაჰნამეს“  სრული ქართული თარგმანის პირველი ოთხი ტომი გამოიცა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფირდოუსის დღე აღნიშნეს; ქეთევან ნიკოლაძე - "ინგა კალაძე - კლასიკური სპარსული ლიტერატურის გამორჩეული მკვლევარი"; დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“  სპარსული თარგმანი; გიორგი ხულორდავა - აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანის“ ქართული თარგმანის შესახებ (ნაწყვეტები აბდ ორ-რაჰმან ჯამის თხზულებიდან „ბაჰარესთანი“; თარგმანები კლასიკური სპარსული პოეზიიდან - მაგალი თოდუას თარგმანები; თამარ აბულაძე - „შაჰ-ნამეს“ დასთანები სპარსულ ხელნაწერთა შუა აზიურ კოლექციაში; ნიკა თურმანიძე "ყავახანებიდან თანამედროვე კაფეებამდე (ირანის კულტურული ცხოვრების ისტორიიდან) (პირველი ნაწილი); ჩაჰარმაჰალი და ბახთიარის ოსთანი.

ჟურნალის სპარსულენოვან ნაწილში წაიკითხავთ: მანდანა თიშეიარი "ნოვრუზი და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები"; ისპაჰანური ყალამქარი; "აზერბაიჯანის მუზეუმი" ქალაქ თავრიზში; ირანის მსოფლიო მემკვიდრეობა იუნესკოში - ირანის ნაციონალური რკინიგზა.

Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

დაწერეთ თქვენი კომენტარი.

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: