2024 წლის 9 თებერვალს, თბილისში გაიმართა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი
2024 წლის 9 თებერვალს, თბილისში გაიმართა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი
2024 წლის 9 თებერვალს, თბილისში გაიმართა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ირანი ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბატონმა მაჰმუდ ადიბმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ოფიციალურმა პირებმა, თბილისში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, პოლიტიკოსებმა, საქართველოს კულტურისა და რელიგიის სფეროს მოღვაწეებმა, ასევე საქართველოში მცხოვრებ ირანელთა ნაწილმა.პარალელურად, რევოლუციის გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებით განათდა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ირანული ტრადიციული მუსიკალური ჯგუფი"მაჰური".