• Oct 15 2024 - 11:05
  • 7
  • სწავლის დრო : Less than one minute
11 ოქტომბერს სპარსული ლირიკის უდიდესი წარმომადგენლის, ჰაფეზის დღე აღინიშნება

11 ოქტომბერს სპარსული ლირიკის უდიდესი წარმომადგენლის, ჰაფეზის დღე აღინიშნება

11 ოქტომბერს, (ჰიჯრით 20 მეჰრს), ირანში სპარსული ლირიკის უდიდესი წარმომადგენლის, ჰაფეზის დღე აღინიშნება.  
ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებაში ჰაფეზის დღის აღსანიშნავად გაიმართა ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღეს თბილისის ფირდოუსის სახელობის ირანული სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა; ღონისძიებას აგრეთვე დაესწრნენ თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და 55-ე საჯარო სკოლის სპარსული ენის შემსწავლელი წრის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად.
საღამოს სტუმრებმა ისაუბრეს ჰაფეზის მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ, აღნიშნეს ჰაფეზის დამსახურება მსოფლიო ლიტერატურაში და წაიკითხეს ლექსები.

შამს ედ-დინ მოჰამედ ჰაფეზ შირაზელი მე-14 საუკუნეში ცხოვრობდა. პოეტის დაბადების თარიღად 1300 წელია აღიარებული, ხოლო წყაროთა უმრავლესობა პოეტის გარდაცვალების თარიღად 1389 წელს მიიჩნევს, საფლავის წარწერაც ამასვე ადასტურებს. დაკრძალულია მის მშობლიურ ქალაქ შირაზში, სადაც მან მთელი სიცოცხლე გაატარა და სადაც იგი გატაცებით უმღეროდა გაზაფხულს, სიყვარულს, და საიდანაც მისი პოეზიის ჩაუქრობელი ნათება მთელ აღმოსავლეთს სწვდებოდა, შემდგომ კი ევროპის ქვეყნებს და ამრიგად, როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ხალხებში დიდი პოეტის სახელი დაიმკვიდრა.

Tbilisi Georgia

Tbilisi Georgia

სურათები

დაწერეთ თქვენი კომენტარი.

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: