შეხვედრა გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის, მეჰდი საადათნეჟადის შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ გიორგი სანიკიძესთან და ინსტიტუტის სპარსული ფილოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელთან, ბატონ ნიკოლოზ ნახუცრიშვილთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის და ირანის სამეცნიერო და აკადემიური ცენტრების ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
დაწერეთ თქვენი კომენტარი.