ახალი თარგმანის წარდგინება
წიგნის «კარგი ზღაპრები კარგ ბავშვებს» ქართული თარგმანის წარდგინება
ხუთშაბათს, 30 მაისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მეჰდი აზარიაზდის წიგნის «კარგი ზღაპრები კარგ ბავშვებს» ქართული თარგმანის წარდგინება. წიგნი ქართულ ენაზე თარგმნა მზია ბურჯანაძემ. წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ ქართველი აღმოსავლეთმცოდნე ირანისტები და ირანული კულტურითა და ლიტერატურით დაინტერესებული სხვა პირები.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში მეჰდი საადათნეჟადი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა წიგნის ავტორის მეჰდი აზარიაზდისა და მის მიერ შედგენილი ძველი სპარსული ლიტერატურის ადაპტირებული ნაწარმოებების კრებულის შესახებ.
წიგნი «კარგი ზღაპრები კარგ ბავშვებს» ითარგმნა და გამოიცა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით.