საქართველოს უნივერსიტეტების ირანელი სტუდენტების პირველი შეკრება იალდას ღამის დღესასწაულთან დაკავშირებით

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს და კულტურის განყოფილების ერთობლივი ძალისხმევით, 2023 წლის 21 დეკემბერს, ხუთშაბათს საღამოს, საქართველოს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ირანელი სტუდენტების პირველი შეკრება იალდას ღამის დღესასწაულთან დაკავშირებით. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი ბატონი მაჰმუდ ადიბი, საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში აჰმად ალი მეჰრი არდესტანი, ირანის კონსული, საქართველოს უნივერსიტეტების ირანელი სტუდენტების ერთი ნაწილი, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ქალბატონი მანანა სანაძე, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები და ირანისტები.